• ფოკუსი

    როგორი ეპიდვითარებაა კახეთის რეგიონში და რამ განაპირობა კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლები აგვისტოს თვეში? როგორია ვაქცინაციის დინამიკა და რამდენად რეალურია, რომ წლის ბოლომდე სამიზნე მოსახლეობის ვაქცინირება მოხდეს? სად და როგორ არის შესაძლებელი კახეთში აცრის გაკეთება?

    ერთ თვეში ახალი სასწავლო წელი იწყება. იმ ფონზე, როცა უსაფრთხო სასკოლო გარემოს შესაქმნელად მასწავლებელთა აცრა მთავარი რეკომენდაციაა, ახმეტის მუნიციპალიტეტის სკოლების 726 თანამშრომლიდან 87-ია აცრილი. აქედან 70 მასწავლებელია.

    ვინ არიან ანტივაქსერები? რატომ ცდილობენ ისინი ვაქცინების დისკრედიტაციას? არის თუ არა ანტივაქსეული განწყობების გავლენა იმის მიზეზი, რომ ქვეყანაში გამოწვევად იქცა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება? როგორ უნდა ებრძოლოს სახელმწიფო და საზოგადოება ანტივაქსერების დეზინფორმაციას?

    ფოკუსი – კორონავირუსის «დელტა» შტამი

    ოთხშაბათი, 28 ივლისი 2021 00:06 view 1151

    საქართველოში კორონავირუსის დღიური ახალი შემთხვევების რაოდენობა მზარდია. მკვეთრად გაიზარდა ჰოსპიტალიზებული ბავშვების რაოდენობაც, ორი ინფიცირებული ჩვილი კი გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მაღალჩინოსნები გაუარესებულ ეპიდსიტუაციაზე საუბრისას აღნიშნავენ, რომ „დელტა“ (ინდური) შტამის ცირკულაცია 50%-ს აჭარბებს.

    შეზღუდვების შემსუბუქების, განსაკუთრებით საზღვრების გახსნის შემდეგ, საქართველოში ტურისტების ნაკადი გაიზარდა, თუმცა, ქვეყანაში იმაზე ბევრად ნაკლები ვიზიტორია, ვიდრე პანდემიის დაწყებამდე იყო. ლეილა აჭიშვილი, რომელიც სოფელ ჯოყოლოში საოჯახო სასტუმროს ფლობს, ამბობს, რომ მისი მოლოდინები არ გამართლდა და ტურისტები პრაქტიკულად არ ჰყავს, სოფელ დართლოში მცხოვრები თამარ იდოიძე კი ამბობს, რომ თუშეთში უკეთესი მდგომარეობაა და შეინიშნება უცხოელი ტურისტების მატება - ძირითადად გერმანიიდან და ისრაელიდან.

    პანკისის სათემო ორგანიზაციამ პანკისის ხეობის 16 სოფელში ჩაატარა საჭიროებების კვლევა, რომელიც მოსახლეობის სოციალურ, ეკონომიკურ და სამოქალაქო ჩართულობის გამოწვევების გამოვლენას გულისხმობს. კვლევის ერთ-ერთი საკითხი შეეხებოდა სამშობლოს თემას, თუ რასთან ასოცირდება პანკისის ხეობის ქისტი მოსახლეობისთვის სამშობლო: საქართველოსთან, ჩეჩნეთთან, ორივესთან ერთად თუ სხვა.

    კორონავირუსის საწინააღმდეგოდ აცრის გაკეთება კახეთის რვა მუნიციპალიტეტიდან შვიდში არის შესაძლებელი. გამონაკლისი ახმეტაა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეგიონული განყოფილების მონაცემებით, კახეთში 2674-ზე მეტი ადამიანია ვაქცინირებული.

    ფოკუსი – პოსტკოვიდური სინდრომი

    ხუთშაბათი, 13 მაისი 2021 14:26 view 2253

    „პოსტკოვიდური სინდრომი“ (Long Covid) ამ ქოლგა დასახელების ქვეშ თავს იყრის ყველა ის პათოლოგიური ჩივილი, რომელსაც COVID-19 გადატანილი პაციენტების ნაწილი განიცდის.

    ფოკუსი – ვაქცინაცია და ტურიზმი

    ორშაბათი, 10 მაისი 2021 19:26 view 1527

    კორნავირუსის პანდემიამ ყველაზე დიდი დარტყმა ტურიზმის სექტორს მიაყენა. ტურიზმი კი იყო ის სტრატეგიული მიმართულება, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას აცოცხლებდა. რამდენიმე დღის წინ, მთავრობამ ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა ვაქცინაცია პრიორიტეტად გამოაცხადა, რამაც გარკვეული იმედები გააჩინა.

    პანდემიამ გავლენა სპორტზეც იქონია. პანკისში ასებული ძიუდოს დარბაზი, რომელიც ერთადერთი ადგილია, სადაც მოზარდები პროფესიონალურად ეუფლებიან სპორტის სხეობას, შეცვლილი დღის წესრიგით აგრძელებს მუშაობას. ისევ შეზღუდულია სპორტული შეჯიბრებები და შეკრებები, რაც ახალგაზრდა ძიუდოისტებისთვის მნიშვნელოვანი მოტივატორი იყო. სპორტი სასკოლო განათლების ნაწილიც არის, თუმცა დისტანციური სწავლების პერიოდში სპორტის გაკვეთილები სრულფასოვნად არ ტარდებოდა.

    რა გავლენას ახდენს პანდემიის პერიოდში დაწესებული რეგულაციები გადაადგილების და შეკრების თავისუფლების უფლებების განხორციელებაზე? რა სირთულეებს აწყდებიან საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორები და როგორ აფასებენ ისინი ხელისუფლების მიერ მიღებულ ზომებს? რამდენად კანონიერია ე.წ. კომენდანტის საათი, რომელიც თითქმის 6 თვეა ძალაშია და ხდება თუ არა მისი გამოყენება პროტესტის წინააღმდეგ?

    ვისთვის არის დღეს ვაქცინა ხელმისაწვდომი? რა ეტაპები უნდა გაიაროს კორონავირუსზე აცრის მსურველმა? როგორ ხდება ვაქცინაციაზე რეგისტრაცია? სად შეიძლება კახეთში აცრის ჩატარება? როგორ ხდება ვაქცინის გაკეთება და აცრილზე შემდგომი მეთვალყურეობა? როგორია მიმართვიანობა და რამდენი ადამიანია აცრილი კახეთში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში?

    რა სახის ვაქცინაა „ასტრაზენეკა“ და როგორ მუშაობს ის? რა განსხვავებაა „ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკას“ შორის? რა ალერგიული რეაქციები შეიძლება განუვითარდეს პაციენტს ვაქცინაციის შემდეგ? რა არის ანაფილაქსია და რა იწვევს მას? რა უნდა გაკეთდეს, პირველ რიგში, თუ ადამიანს ანაფილაქსიური შოკი დაემართა?

    ფოკუსი – მითები და COVID-19-ის ვაქცინა

    სამშაბათი, 09 მარტი 2021 10:18 view 2342

    რა მითები არსებობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებთან დაკავშირებით და რას ფიქრობენ პანკისის ხეობის მცხოვრებლები ვაქცინაციაზე? როგორ ხდება ვაქცინების შერჩევა? როგორ კეთდება და რა გვერდითი მოვლენები შეიძლება ჰქონდეს ვაქცინაციას? როდის არის რეკომენდირებული აცრა?

    თებერვალში  საბჭოთა რეჟიმის მიერ ჩეჩენი და ინგუში ხალხის დეპორტაციიდან 77, საქართველოს ოკუპაციიდან კი 100 წელი გავიდა. როგორ მოხდა ვაინახების მასობრივი გადასახლება შუა აზიაში? შეეხო თუ არა ეს პროცესი პანკისის ხეობაში მცხოვრებ ქისტებს? როგორ ვლინდება 70-იანი წლიანი რეჟიმის მემკვიდრეობა დღეს და რატომ გახდა აქტუალური ლოზუნგი „არასდროს დავბრუნდებით უკან, საბჭოთა კავშირში“?

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]