• ახალი ამბები

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია საქართველოს წინაშე დანაპირები. გასაკვირი იყო, რომ ხელისუფლება ასე თბილად მიესალმა პუტინის ამ ჟესტს. პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით უფრო მეტად შემაშფოთებელია ის, რომ იგი რუსეთის მოქალაქეებს ევროპაში გასასვლელს აძლევს. რუსეთის მოქალაქეებმა უნდა გაიგონ, რომ ისინი იზოლირებულები არიან, რადგან მათმა მთავრობამ ომის დაწყება აირჩია. კიდევ ერთი გზავნილი, რომლითაც სანქციების კოორდინატორები ჩამოვიდნენ, არის ის, რომ საჭიროა მუდმივი სიფხიზლე, რადგან რუსეთი ყოველთვის ცდილობს იპოვოს ახალი გზები ნაწილების, კერძოდ კი, იმ კომპონენტების მისაღებად, რომლებიც საბოლოო ჯამში იმ იარაღში აღმოჩნდება, რასაც რუსეთი უკრაინაზე თავდასხმისთვის, საცხოვრებელი სახლების დაბომბვისთვის, შიშისა და ნგრევისთვის იყენებს. ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება“, - აცხადებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი პანკისის სათემო რადიოსთან ინტერვიუში.

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების მხარდაჭერას. ამჯერად, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, ქობულეთის რაიონ სოფელ ცეცხლაურში, ჯამში 22ჰა ფართობზე, ლურჯი მოცვისა და დაფნის ბაღის გასაშენებლად 1.2 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერა განახორციელა.

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს, რომ ხელახალი გამოძიება უნდა ჩატარდეს. სტრასბურგის სასამართლო თავშივე იძახის იმას, რაც ჩემთვის ყველაზე მთავარია, რომ საქმე არაეფექტურად არის გამოძიებული“, - ასე გამოეხმაურა მალხაზ მაჩალიკაშვილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომელიც მისი შვილის, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეს ეხება.

    ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ერთხმად დაადგინა: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა - პროცედურული ასპექტი (სიცოცხლის უფლება) და 6 ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ არ დარღვეულა მე-2 მუხლი - არსებითი ასპექტი (სიცოცხლის უფლება).

    ექიმი-ინფექციონისტი შოთა რაინაული გადაცემაში საუბრობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებულ, ფართოდ გავრცელებულ მითებზე.

    საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრმა ქვეყნის სამ რეგიონში, მათ შორის, კახეთში ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის საკითხს „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან და პანდემიასთან დაკავშირებული საინფორმაციო გარემოსა და სამიზნე აუდიტორიის შესწავლა წარმოადგენდა. ვრცლად კვლევის შედეგებზე, ძირითად მიმართულებებსა და მიგნებებზე სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტის მკვლევარი, სოციოლოგი ოსიკო კონცელიძე საუბრობს. 

    გვერდი 1 - 124 დან

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]