პანკისის ხეობაში პროექტი საფეხბურთო თერაპია დაიწყო. შიდა ქართლის შემდეგ, პანკისი მეორე რეგიონია, სადაც ფონდმა „არველაძემ“ ბავშვთა საფეხბურთო სკოლები დააფუძნა. პანკისის ხეობის სოფლების გუნდებს სერტიფიცირებული მწვრთნელები ეყოლებათ, რომლებიც ბავშვებს კვირაში სამი დღის განმავლობაში ავარჯიშებენ.