არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ პანკისის ხეობის სოფელ დუისში ფრენბურთის თანამედროვე მოედანს მოაწყობს. PH International-ის მხარდაჭერით, სამოქალაქო აქტივობების ცენტრი პანკისის სკოლების მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით, ახალგაზრდულ კლუბსაც ჩამოყალიბებს და ორგანიზებას გაუკეთებს საგანმანათლებლო და სპორტულ ღონისძიებებს.