რას ითვალისწინებს გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე დროებით, ლეგალურად დასაქმების სახელმწიფო პროექტი, რომელიც 15 თებერვლიდან დაიწყო? რა პროცედურები უნდა გაიარონ დასაქმების მსურველებმა? რა მოლოდინები აქვთ მათ, ვინც გერმანიაში დროებით დასაქმებისთვის უკვე დარეგისტრირდნენ?
გერმანიაში დასაქმების სააპლიკაციო ფორმა პირველ 4 დღეში საქართველოს 77 921-მა მოქალაქემ შეავსო. საბანკო დავალიანების არსებობა დასაქმების მსურველს ხელს არ შეუშლის, ჩაერთოს ამ პროგრამაში. სპეციალურ პორტალზე რეგისტრაცია 15 თებერვლიდან მიმდინარეობს, საქართველოდან პირველ ლეგალურ შრომით მიგრანტებს კი გერმანია 2021 წლის აპრილიდან მიიღებს.