• ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცებაში, იძულებასა და ფულის გამოძალვაში ბრალდებულები  – ბაქარ ფარეულიძე, ისლამ დუიშვილი, ზელიმხან აჭიშვილი და ზელიმ ბაკაევი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 5000 – 5000 ლარის ოდენობით გირაოთი შეუცვალა. 

    კატეგორია საზოგადოება

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა პანკისელი ბიზნესმენის ვახტანგ ფარეულიძის ძმის და მისი დაცვის სამი წევრის დაკავებაზე. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულებმა ტაჯიკი ბიზნესმენები გაიტაცეს და თანხის გამოძალვის მიზნით სცემეს. ერთ-ერთი ბრალდებულის ისლამ დუიშვილის მართვის ქვეშ მყოფი მანქანიდან სამართალდამცავებმა სხვადასხვა იარაღი, ბეისბოლის ხელკეტები და 68 900 დოლარი ამოიღეს.

    კატეგორია საზოგადოება

    თბილისში პანკისის მცხოვრებლები ბაქარ ფარეულიძე, ისლამ დუიშვილი, ზელიმხან აჭიშვილი და კიდევ ერთი პირი, ზელიმ ბაკაევი ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცების, მათზე ძალადობისა და ფულის გამოძალვის საქმეზე დააკავეს. ბაქარ ფარეულიძე პანკისელი ბიზნესმენისა და სალაფიტური თემის ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ ფარეულიძის ძმაა. ვახტანგ ფარეულიძის პირადი დაცვის წევრები არიან ისლამ დუიშვილი, ზელიმხან აჭიშვილი და ზელიმ ბაკაევი.

    კატეგორია საზოგადოება

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]