მანანა მარგოშვილი 39 წლის არის. პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში ცხოვრობს. სკოლის დამთავრების შემდეგ, 1994 წელს, პანკისიდან გროზნოში წავიდა უმაღლესი განათლების მისაღებად, მაგრამ ჩეჩნეთში ომი დაიწყო და სწავლის დასრულება ვეღარ შეძლო. პანკისში დაბრუნდა, დაოჯახდა, ახლა მას სამი შვილი და ერთი შვილიშვილი ჰყავს. არსად უმუშავია. ოთხი თვის წინ, მანანამ შეიტყო, რომ „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით პანკისში სასწავლო ცენტრს ხსნიდა. მანანამ ერთდროულად ორ მიმართულებაზე ისწავლა. სწავლის დამთავრებისთანავე მოხალისედ ჩაეწერა, ორ თვეში კი მუშაობა დაიწყო.