• გელა სამხარაული – ახმეტაში ხე–ტყეზე ხელმისაწვდომობა მხოლოდ ორ–სამ კომპანიას არ უნდა ჰქონდეს

    სამშაბათი, 06 სექტემბერი 2016 12:41 view 4581
    გელა სამხარაული – ახმეტაში ხე–ტყეზე ხელმისაწვდომობა მხოლოდ ორ–სამ კომპანიას არ უნდა ჰქონდეს

    „ქართული ოცნებიდან“ ახმეტა–თელავის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გელა სამხარაულის განცხადებით, ახმეტაში ხე–ტყის მოპოვების ლიცენზია მხოლოდ ორ–სამ კომპანიას არ უნდა ჰქონდეს და ადგილობრივი მეწარმეები შეზღუდულები არ უნდა იყვნენ.

    „მინდა კიდევ ერთხელ გაგახსენოთ წინა ხელისუფლების ძალიან დიდი დანაშაული, რაც ახმეტელების მიმართ ჩაიდინეს. ხე-ტყის მრეწველობა ახმეტისთვის ყოველთვის ტრადიციული დარგი იყო და უამრავი ადამიანი იყო ამ მიმართულებით დასაქმებული. როდესაც გაყიდეს გრძელვადიანი ლიცენზია, ფაქტობრივად, ამ რესურსზე აღარ აქვთ წვდომა ახმეტელებს. რა ხდება დღეს? ეს რესურსი იჭრება, მორის სახით გადის დასავლეთ საქართველოში, იქ იხერხება და იყიდება უცხოეთში, იმის ნაცვლად, რომ აქ ადგილზე ამუშავებულიყო წარმოება, ადგილზე დასაქმებულიყო ხალხი. თან ამ დარგის ბევრი სპეციალისტი ცხოვრობს ახმეტაში. მათ ეს სიკეთე არ ადგებათ“, - განაცხადა ამომრჩევლებთან შეხვედრაზე სამხარაულმა.

    მისივე თქმით, ხელისუფლება ამ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობს და სახელმწიფოს ჩარევის შემდეგ, ხე-ტყის რესურსი მოსახლეობისთვის ისევ ხელმისაწვდომი გახდება. სამხარაულის განმარტებით, ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით, გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად მუშაობენ.

    კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბრისას გელა სამხარაულმა ინიციატივის შესახებ განმარტა და განაცხადა, რომ ხე-ტყის მოჭრას, ტყიდან გამოტანას და რეალიზაციას სახელმწიფო უნდა ახდენდეს.

    „გარემოს დაცვის სამინისტროს მე ვთავაზობ ასეთ ვარიანტს, რომ არა კერძო კომპანიებმა, ვისზეც გაიცემა ლიცენზია და მერე მხოლოდ თვითონ არის მომპოვებელი, არამედ სახელმწიფომ თვითონ გამოიტანოს ის რესურსი, რისი მოჭრაც არის შესაძლებელი. შეიქმნას სპეციალური ადგილები, სადაც მოხდება ამ რესურსის განთავსება და იქიდან მოხდეს რეალიზაცია. ეს უკვე ხელმისაწვდომი იქნება აბსოლუტურად ყველასთვის, ვინც იქნება მსურველი, რომ იქიდან იყიდოს და არა ის, რომ ერთმა კომპანიამ, დავუშვათ, მოიპოვა ლიცენზია, გამოაქვს ეს მასალა. მერე, როდესაც კომპანია თვითონ არის გადამამუშავებელი, შესაბამისად, სხვა უკვე კონკურენციას ვერ გაუწევს იმიტომ, რომ ნედლეულის თუ თვითონ მიყიდის და თან, ამავე დროს, თვითონაც ანალოგიურ პროდუქციას დაამზადებს, კონკურენციას სხვა კომპანია უკვე ვერ გაუწევს. მე ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ ხე-ტყეზე, არამედ, სხვა რესურსზეც უნდა დავიწყოთ ამაზე საუბარი. მაგალითად, არის კარიერები, რომ სახელმწიფომ გააკეთოს გარკვეული ინვესტირება და ეს მასალა ხელმისაწვდომი გახადოს ყველა დაინტერესებული პირისთვის“,- აღნიშნა გელა სამხარაულმა. მისივე განმარტებით, ასეთი პრაქტიკა გერმანიასა და ავსტრიაში უკვე არსებობს.

    ახმეტაში ხე-ტყის მოპოვებაზე გრძელვადიანი ლიცენზია 20 წლიანი ხელშეკრულებით 2008 წელს გაიცა. ლიცენზიანტია შპს „ჯორჯია ვუდ ენდ ინდუსტრიალ დეველოფმენთ კო“, რომელიც ჩინური კომპანიის, „ხე-ტყის სამრეწველო საზოგადოება ხუაშუნ“-ის შვილობილი კომპანიაა. „ჯორჯიან ვუდის“ საქმიანობის სფერო ხე-ტყის დამზადება და ხის პროდუქციით ვაჭრობაა.

     

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]