• პანკისის ხეობაში პროექტი „საფეხბურთო თერაპია“ დაიწყო

    ორშაბათი, 17 ოქტომბერი 2016 18:12 view 4231
    პანკისის ხეობაში პროექტი „საფეხბურთო თერაპია“ დაიწყო

    პანკისის ხეობაში პროექტი საფეხბურთო თერაპია დაიწყო. შიდა ქართლის შემდეგ, პანკისი მეორე რეგიონია, სადაც ფონდმა „არველაძემ“ ბავშვთა საფეხბურთო სკოლები დააფუძნა. პანკისის ხეობის სოფლების გუნდებს სერტიფიცირებული მწვრთნელები ეყოლებათ, რომლებიც ბავშვებს კვირაში სამი დღის განმავლობაში ავარჯიშებენ.

    ღონისძიების გახსნაში მონაწილეობა „არველაძე“ ფონდის დამფუძნებლებმა, რეზი და აჩი არველაძეებმა, ასევე ფონდის სხვა წარმომადგენლებმაც მიიღეს. ღონისძიების დასრულების შემდეგ არველაძეებმა ადგილობრივ ახალგაზრდებთან ერთადაც ითამაშეს. როგორც მათ რადიო „ვეისთან“ საუბარში აღნიშნეს, ისინი გეგმავენ, რომ პროექტი მომავალ წელსაც გაგარძელდეს:

    „მოვიგონეთ ასეთი პროექტი - საფეხბურთო თერაპია. უფასო საფეხბურთო სკოლები არის ამ პროექტის ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც არის ამ ულამაზეს კუთხეში. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მარტო ამ საჩუქრებით, ამხანაგური თამაშებით, რეგულარული ვარჯიშებით არ დამთავრდება. ბუნებრივია ერთი წლის თავზე ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გაგრძელდეს და მომავალ წელსაც იყოს. არაჩვეულებრივი ლოკაცია აქვს ამ სტადიონს, ბუნების წიაღშია, ძალიან ლამაზ ადგილზეა და გვინდა, რომ ეს სტადიონი იყოს იმდენად უკეთესი, რომ რეგულარული ვარჯიშების და ასეთი ტურნირების გამართვის საშუალება მოგვეცეს“, – აღნიშნა რევაზ არველაძემ.

    „საფეხბურთო თერაპია მოიცავს ახალგაზრდა ბავშვების ჩაბმულობას ფეხბურთში. გაჩნდა იდეა, რომ ასეთივე პროექტი განგვეხორციელებინა პანკისის ხეობაში. ჩვენ ვგეგმავთ, რომ აქვე, ამ სოფლების ტურნირები ჩავატაროთ და ამ ბავშვებმა ითამაშონ ერთმანეთში. იქნება ალბათ ისეთიც, რომ თბილისსა და სხვა რეგიონებშიც გავლენ და იქაც ითამაშებენ და ჩაებმებიან სხვადასხვა ტურნირებში. მინიმუმ ერთი წელი გაგრძელდება და ჩვენი სურვილია, რომ გავაგრძელოთ რაც შეიძლება დიდხანს“, - განაცხადა არჩილ არველაძემ.

    ფონდის დამფუძნებლებმა ბავშვებს ფორმები, ბურთები და სპორტული ინვენტარი გადასცეს. პროექტის დაწყების აღსანიშნავად შეჯიბრი მოეწყო დუისის, ჯოყოლოს, ბირკიანისა და ომალოს საფეხბურთო გუნდებს შორის. გამარჯვებული ომალოს გუნდი გახდა.

    საფეხბურთო თერაპია პანკისის ხეობაში საქართველოს სამარიტელთა კავშირის, კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის, ავსტრიის სამარიტელთა კავშირისა და ავსტრიის სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]