• ახმეტასა და პანკისში ფილმის „გაღმა ნაპირი“ ჩვენება გაიმართება

    სამშაბათი, 18 აპრილი 2017 15:29 view 6831
    ახმეტასა და პანკისში ფილმის „გაღმა ნაპირი“ ჩვენება გაიმართება

    გიორგი ოვაშვილის ფილმის „გაღმა ნაპირი“ ჩვენება ქალაქ ახმეტასა და პანკისის ხეობაში 19 აპრილს გაიმართება. ღონისძიება პროექტის „კინო სკოლაში“ ფარგლებში ჩატარდება და მას ფილმის რეჟისორიც დაესწრება.

    ფილმს ქალაქ ახმეტაში, 1-ელ საჯარო სკოლაში, 12:00 საათზე უჩვენებენ. პანკისის ხეობაში კი ღონისძიება სოფელ დუისის კულტურის სახლში, 15:00 საათზე დაიწყება. ჩვენებას დაესწრებიან ჯოყოლოს, ბირკიანის, დუმასტურის, ყვარელწყალისა და საკობიანოს სკოლების კინოკლუბების წევრები და პედაგოგები. ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია. პანკისში ფილმის ჩვენების მხარდამჭერი კახეთის რეგიონული განვითარების ფონდია. 

    არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ფილმი „გაღმა ნაპირი“ 2009 წელს გამოვიდა. ის ასახავს 12 წლის დევნილი ბიჭის თავგადასავალს, რომელიც თბილისიდან აფხაზეთში მამის საძებნელად მიდის. 2009 წელს ფილმი ოცდაათამდე ქვეყანაში, ოთხმოცამდე საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენეს.

    პროექტი „კინო სკოლაში“, ეროვნული კინოცენტრის ინიციატივით, 2014 წლიდან ხორციელდება და ითვალისწინებს საქართველოს რეგიონების სკოლებში ქართული და უცხოური კინოკლასიკის, ასევე თანამედროვე ფილმების რეგულარული ჩვენება-დისკუსიების ჩატარებას. პროექტი მიზნად ისახავს მოზარდებში კრიტიკული აზროვნების და შემოქმედებითი უნარების განვითარებას. ამჟამად პროექტში 217 სკოლაა ჩართული, მათ შორის 5 პანკისის ხეობიდან.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]