ღონისძიებაზე „ნაგერალა 2“-თან ერთად შესაძლებელი იქნება გელა ჩარკვიანის სხვა წიგნების – „ნაგერალა“, „ნაცნობ ქიმერათა ფერხული“, „ინტერვიუ მამასთან“ და „სტალინთან ურთიერთობის ეპიზოდები“ – შეძენაც მნიშვნელოვანი ფასდაკლებით.
შეხვედრის ფარგლებში მოეწყობა გამომცემლობების „არტანუჯისა“ და „ინტელექტის“ წიგნების გამოფენა და გაყიდვა 40-50 %-ანი ფასდაკლებით.
გელა ჩარკვიანი 1992-2003 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში. 2005-2006 წლებში საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე და პრესსპიკერი. 2006-2009 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში.