• ფესტივალი «Art-გენი» 16 ივნისს ახმეტიდან დაიწყება

    სამშაბათი, 11 ივნისი 2019 12:05 view 3459
    ფესტივალი «Art-გენი» 16 ივნისს ახმეტიდან დაიწყება

    ქართული ფოლკლორისა და თვითშემოქმედების ყოველწლიური ფესტივალი „Art-გენი“ წელს ახმეტიდან დაიწყება. 16 ივნისს, ე.წ. წყაროებში მისულ სტუმრებს სხვადასხვა ტიპის გამოფენები და საინტერესო სივრცეები დახვდებათ. მოეწყობა რეგიონული ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, დასკვნით კონცერტს კი ჯგუფი „ჩვენებურები“ და ლელა ნაყეური გამართავენ.

    22 ივნისს „Art-გენი“ ახმეტიდან აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში გადაინაცვლებს. სოფელ მახუნცეთში, ტრადიციული პროგრამის შემდეგ, დასკვნით კონცერტებს ჯგუფები – Asea Sool და Reggaeon გამართავენ. ფესტივალი 28 ივნისს, იმერეთში, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდში გაგრძელდება. რეგიონულ ტურნეს ჯგუფი „ფრანი“ დაასრულებს.

    თბილისის ტური თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, 7-დან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება. მას დათო ევგენიძე გახსნის, მანამდე კი მაყურებელს შესაძლებლობა ექნება „აკუსტიკის“ კონცერტს დაესწროს. 8 ივლისს ფესტივალის პროგრამას Asea Sool და ბაკურ ბურდული გააგრძელებენ, 9 ივლისს – REGGAEON, 10 ივლისს – „ჩვენებურები“ და ლელა ნაყეური, 11 ივლისს – „ფრანი“. 12 ივლისს ნინო ქათამაძის კონცერტი გაიმართება, 13 ივლისს კი მსმენელის წინაშე ნიაზ დიასამიძე წარდგება. „Art-გენი“ 14 ივლისს „სუხიშვილების“ კონცერტით დაიხურება.

    ფესტივალი „Art-გენი“ 2004 წელს დაფუძნდა. ამ პერიოდში ფესტივალმა მთელი საქართველოს მასშტაბით უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია და დაარქივა. ეს ერთ-ერთი პირველი ფესტივალია, რომელმაც რეგიონულ ანსამბლებს თავისი შემოქმედების მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოჩენის შესაძლებლობა მისცა.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • საგრანტო კონკურსები

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]