საქართველოს სახალხო დამცველმა საზღვრის კვეთის დროს რელიგიური ნიშნით მუსლიმთა პირდაპირი დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი დაადგინა. სახალხო დამცველის რეკომენდაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურს საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვისა და შემომსვლელ და გამსვლელ პირთა სავიზო/საბაჟო კონტროლის დისკრიმინაციის გარეშე გატარების უზრუნველყოფა დაევალათ. ამასთან, უწყებებმა რელიგიური ნეიტრალიტეტისა და თანასწორობის პრინციპების შესახებ, ცნობიერების ამაღლების მიზნით, თანამშრომლები ეტაპობრივად უნდა გადაამზადონ.