სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი, რომელიც ამჟამად დაპატიმრებულია, შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს ახალ ბრალდებებს უყენებს, მათ შორის, პანკისის სპეცოპერაციაზე, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სასიკვდილოდ დაჭრეს.
„შემიძლია თამამად ვთქვა, რომ დუისში, სპეცოპერაციის დროს, ჩემი არცერთი მოადგილე არ იმყოფებოდა“ – აღნიშნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების განცხადების კომენტირებისას. მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ სპეცოპერაციას სუს-ის უფროსის პირველი მოადგილე, სოსო გოგაშვილი ხელმძღვანელობდა.
2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომლის შედეგადაც ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, მეხუთე - 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი კი საკუთარ საძინებელში მოკლეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის პირველი მოადგილე სოსო გოგაშვილი ხელმძღვანელობდა. სუს-ი ამ ინფორმაციას უარყოფს, თუმცა თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებმა სპეცოპერაციის დროს შემთხვევის ადგილზე მყოფი პირებიდან სოსო გოგაშვილი ამოიცნეს. პანკისის სათემო რადიოს კი სხვადასხვა წყაროებმა უთხრეს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის შემდეგ, საძინებელ ოთახში სუს-ის თანამშრომლებმა ხელყუმბარა სოსო გოგაშვილის დავალებით დადეს იმის შესაფუთად, რომ თითქოს თემირლანმა სპეცრაზმს წინააღმდეგობა გაუწია.