გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს განცხადებით, გარემოს დაბინძურებაზე კონტროლი გაძლიერდება და დანაგვიანების გამოვლენის შემთხვევაში, მკაცრი სანქცია იქნება გამოყენებული. მოსახლეობის მიერ გარემოს დაბინძურების ფაქტების აღსაკვეთად გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები 24-საათიან პატრულირებას განახორციელებენ. დანაგვიანებისთვის კი ჯარიმა 80-დან 1 500 ლარამდე იქნება.
პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, მაქსიმალური ყურადღებით მოეკიდონ დანაგვიანების პრობლემას და განსაკუთრებით ზაფხულის ტურისტული სეზონის მოახლოების გათვალისწინებით, სასწრაფოდ მოაგვარონ.