რა საფრთხეებს შეიცავს „ისლამური სახელმწიფო“ საქართველოსთვის, როგორ ხდებოდა საქართველოს მოქალაქეების რეკრუტირება და გადინება, ამ მიმართულებით რა არის პანკისის ხეობის გამოწვევები, რა ნაბიჯებს დგამს სახელმწიფო დაეშის წინააღმდეგ და როგორია არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციები?
16 ნოემბრის ჩანაწერი (2016 წ) – პანკისში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ხეობაში მასობრივად დანიშნული სოციალური დახმარება მოსახლეობის დემოტივაციას იწვევს და ხელს უშლის მათი ჩართულობის ხელშეწყობას ეკონომიკურ, საზოგადოებრივ პროცესებში. პანკისის ხეობაში სოციალური დახმარების მავნე ზეგავლენაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც საუბრობენ.
2 ნოემბრის ჩანაწერი (2016 წ) – გადაცემაში გენდერულ საკითხებზე, ქალთა უფლებებზე, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში ქალთა მონაწილეობის შესაძლებლობებზე, ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ვსაუბრობთ.
26 ოქტომბრის ჩანაწერი (2016 წ) – გადაცემაში ვსაუბრობთ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურსა და წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირებულ დარღვევებზე.
19 ოქტომბრის ჩანაწერი (2016 წ) – რატომ ვერ მოიგო „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარული არჩევნები კახეთის 6 საარჩევნო ოლქიდან ხუთში, პირველივე ტურში;
5 ოქტომბრის ჩანაწერი (2016 წ) – როგორია 2016 წლის 8 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემო;
28 სექტემბრის ჩანაწერი (2016 წ) – გადაცემის თემაა წინასაარჩევნო პროცესებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ჩართულობა, პრობლემები, აქტივობები, შესაძლებლობები და რეკომენდაციები.
14 სექტემბრის ჩანაწერი (2016 წ) - გადაცემის თემაა რეგიონში მოსახლეობის ელექტროენერგიით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პრობლემები, „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ მიერ მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ფაქტები და დარღვევებზე რეაგირების მექანიზმები.