საოჯახო სასტუმროები, ქისტური სამზარეულო, სწრაფი კვება, ჩაის სახლი, ველოტურები, თექის სახელოსნო, თხის ყველის წარმოება, ავტოსერვისი, სარემონტო კომპანია – ეს ის პროექტებია, რომლებიც „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პანკისის ხეობაში დაფინანსდა. მცირე ბიზნესის დაწყების ან განვითარების მსურველებმა 5000-დან 15 ათას ლარამდე გრანტი მიიღეს.