როგორ ჩაიარა წლევანდელმა ტურისტულმა სეზონმა თუშეთში, პანკისისა და ილტოს ხეობებში? რა გავლენა იქონია კოვიდ-პანდემიამ საოჯახო სასტუმროების ბიზნესზე? რა სახის მხარდაჭერა სჭირდებათ საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებს, რაში ხედავენ გამოსავალს და რა მოლოდინები აქვთ მომავალ სეზონთან დაკავშირებით?
საოჯახო სასტუმროები, ქისტური სამზარეულო, სწრაფი კვება, ჩაის სახლი, ველოტურები, თექის სახელოსნო, თხის ყველის წარმოება, ავტოსერვისი, სარემონტო კომპანია – „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის მეორე რაუნდის ფარგლებში პანკისის ხეობაში 22 ბიზნესიდეა დაფინანსდა. აქედან 18 პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო აქტივობების ცენტრის დახმარებით არის მომზადებული.