• "ორბელიანი საქართველო" იდეების კონკურსს აცხადებს

    პარასკევი, 16 დეკემბერი 2016 15:55 view 4598
    "ორბელიანი საქართველო" იდეების კონკურსს აცხადებს

    ორგანიზაცია „ორბელიანი საქართველო“ აცხადებს იდეების კონკურსის საბოლოო რაუნდს რელიგიური, ეთნიკური უმცირესობების და ლგბტ თემის წარმომადგენლების ინტეგრაციის თემაზე.

    კონკურსის მიზანია მხარი დაუჭიროს ინიციატივებს, რომლებსაც შეუძლია ხელი შეუწყოს განსხვავებული აღმსარებლობის, ეთნიკური, ლინგვისტური თუ სხვა კუთვნილების მქონე ადამიანების და ლგბტ თემის ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციას, მათ შესახებ არსებული ცრურწმენების მსხვრევას, დისკრიმინაციული დამოკიდებულების შეცვლას, ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას და სხვადასხვა თემის ერთმანეთთან დაახლოვებას.

    მსურველებმა უნდა წარმოადგინონ იდეა, რომელიც ფოკუსირებული იქნება უმცირესობათა რომელიმე თემის პრობლემატიკაზე, შეავსონ აპლიკაცია ონლაინ-პლატფორმაზე app.orbeliani.net ქართულად, რუსულად ან ინგლისურად და დაასაბუთონ საკუთარი იდეის მნიშვნელობა შერჩეული თემისათვის, ასევე მიუთითონ ის ნივთები ან/და მომსახურება, რომლის შეძენაც აუცილებელია მათი ინიციატივის განხორციელებისათვის.

    გამარჯვებულს სპეციალურად შერჩეული წევრებისგან დაკომპლექტებული დამოუკიდებელი კომისია გამოავლენს.

    იდეების მიღების ბოლო ვადა არის 2017 წლის 31 იანვარი.

    პროგრამას აფინანსებს ნიდერლანდების საელჩო საქართველოში.

    ნახეთ განაცხადი სრულად

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]