• „ხადორი 3“ ჰესის გზშ-ს ანგარიშის განხილვა 1–ელ ივნისს გაიმართება

    ორშაბათი, 08 მაისი 2017 16:17 view 7199
    „ხადორი 3“ ჰესის გზშ-ს ანგარიშის განხილვა 1–ელ ივნისს გაიმართება

    პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზანზე, 5,4 მვტ დადგმული სიმძლავრის „ხადორი 3“ ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის“ პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის საჯარო განხილვა 1–ელ ივნისს, ახმეტის გამგეობის შენობაში გაიმართება. განხილვა 12:00 საათზე დაიწყება და დასწრება ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია.

    „ხადორი 3“ ჰიდროელექტროსადგურის მოწყობა გათვალისწინებულია სოფელ ბირკიანის მიმდებარე ტერიტორიაზე. გარემოზე ზემოქმედების შეფასების წინასწარი ანგარიშის მიხედვით, საპროექტო ჰესი იქნება მდინარე ალაზნის ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე, დერივაციული ტიპის ჰესი და მის შემადგენლობაში შევა შემდეგი ნაგებობები: „ხადორი 2 ჰესი“-ს ქვედა ბიეფში წყალმიმღები კვანძი; სადაწნეო მილსადენი; ჰესის შენობა დამხმარე ნაგებობებით; გამყვანი არხი; სატრანსფორმატორო ქვესადგური.

    პროექტის მიხედვით, ჰესის საანგარიშო ხარჯი იქნება 9.0 მ3/წმ, საანგარიშო დაწნევა 70 მ, ხოლო ელექტროენერგიის პროგნოზული საშუალო წლიური გამომუშავება 27.5 მლნ კვტ.სთ.

    გამომუშავებული ენერგია მიეწოდება სააგრეგატო შენობაში მდებარე შიდა გამანაწილებელ მოწყობილობას და გარე ერთ 6.3/110კვ ტრანსფომატორს, საიდანაც 50 მ სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზით ჩართული იქნება სახელმწიფო ენერგოსისტემაში, არსებული 110 კვტ ძაბვის გადამცემ ხაზის მეშვეობით.

    პროექტის მიხედვით, ახალი მისასვლელი გზების გაყვანა არ იგეგმება.

    დაინტერესებულ პირებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნებისა და კომენტარების მიწოდება შეუძლიათ შპს „ალაზანი ენერჯი“-ს ადმინისტრაციისთვის 2017 წლის 25 მაისის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, ვაზისუბნის დასახლება, კორპუსი №16, ბინა №21, საკონტაქტო პირები: გიორგი გოგავა, ტელ.: +995 (599) 96-50-96, ელ. ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it., ჯუღული ახვლედიანი, ტელ.: +995 (032) 260-15-27, ელ. ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it..

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]