• პანკისის სათემო რადიო WAY–ს განცხადება

    სამშაბათი, 17 ოქტომბერი 2017 12:13 view 4605
    პანკისის სათემო რადიო WAY–ს განცხადება

    პანკისის სათემო რადიოს მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულმა მასალამ, რომელიც ტრანსგენდერი ქალის ისტორიას ეხება, ხეობაში გარკვეული გაღიზიანება გამოიწვია, რაც სოციალურ ქსელებში დაპირისპირებისა და აგრესიის საფუძველი გახდა.

    პანკისის სათემო რადიო WAY–ს ოფისში გუშინ საღამოს შედგა შეხვედრა პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრებს, სალაფიტური ისლამის თემის წარმომადგენლებსა და რადიოს ხელმძღვანელებს შორის.

    როგორც უხუცესთა საბჭოს, ასევე სალაფიტური თემის წარმომადგენლების თქმით, მოსახლეობამ რადიო WAY-ს სტატია ეთნიკური ქისტების შეურაცხყოფად მიიღო, რამაც პანკისში დაძაბულობა და რადიოს მიმართ უკმაყოფილება გამოიწვია.

    სათემო რადიო გულწრფელ წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ მასალამ ხეობაში გარკვეული დაძაბულობა შექმნა. ჩვენს მიერ სხვადასხვა საკითხების გაშუქების მიზანი არა ვინმეს შეურაცხყოფა, არამედ პირველ რიგში სწორედ თემის წარმომადგენელთა ღირსებისა და უფლებების დაცვა არის და იქნება. 

    შეხვედრაზე მყოფმა როგორც სალაფიტური თემის, ისე უხუცესთა საბჭოს წარმომადგენლებმა დააფიქსირეს მყარი სურვილი, რომ ყველანაირი დაპირისპირება და პრობლემა ხეობაში მშვიდობიანი მოლაპარაკებისა და დიალოგის გზით გადაიჭრას.

    მოხარული ვართ, რომ შეხვედრის მონაწილეები დაეთანხმნენ ჩვენს მონდომებას, საქმიანი ურთიერთობები პატივისცემაზე იყოს დაფუძნებული.

    ხაზი გაესვა ბოლო პერიოდში რადიოს მიერ ხეობაში განხორციელებულ სასიკეთო საქმეებსაც. ხეობის ლიდერთა შეფასება სათემო რადიო WAY -ის შემოქმედებითი ჯგუფისთვის დამატებითი სტიმული იქნება, სამომავლო მუშაობა ხეობის კეთილდღეობისთვის კიდევ უფრო მეტი მონდომებით წარმართოს. 

    გაურკვევლობისა და ემოციური მიდგომის გამო, ბოლო პერიოდში ზოგიერთი პირის მხრიდან გაისმა განცხადებები იმის შესახებ, რომ სათემო რადიო არ გამოხატავს თემის ინტერესებს, რაც განსაკუთრებით, 2016–2017 წლებში რადიოსა და თემის ერთობლივი ძალისხმევით მიღწეული საერთო-სოციალური შედეგების ფონზე, ორმაგად სამწუხაროა.

    მსგავსი ფაქტები და მოვლენები რომ აღარ განმეორდეს და თემისა და რადიოს კონსტრუქციულ თანამშრომლობას ხელი არ შეეშალოს, რადიოს ხელმძღვანელობა იზიარებს გუშინდელი შეხვედრის მონაწილეთა მოსაზრებებს რადიოსთან მრჩეველთა საბჭოს შექმნის შესახებ, რომლის თაობაზეც რადიო თემის წევრებს სამოქმედო გეგმას უახლოეს დღეებში შესთავაზებს. აქედანვე შეიძლება ითქვას, რომ საბჭოს მთავარი მიზანი სათემო რადიოს საქმიანობაში ხეობის მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა, მეტი გამჭვირვალობა და ხელოვნური თუ გაურკვევლობით გაჩენილი დაპირისპირების აღმოფხვრა იქნება.

    სათემო რადიოს რედაქცია მადლიერებას გამოხატავს იმ პირთა მიმართ, რომელთა მონაწილეობითაც სიტუაციის განმუხტვის მიზნით გუშინდელი შეხვედრა შედგა.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]