• მექა ხანგოშვილი – ნუ მიიყვანენ ხეობას იმ მდგომარეობამდე, საკუთარი ძალებით ეძებოს სამართალი

    პარასკევი, 02 თებერვალი 2018 14:40 view 6788
    მექა ხანგოშვილი – ნუ მიიყვანენ ხეობას იმ მდგომარეობამდე, საკუთარი ძალებით ეძებოს სამართალი

    არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიის ქალთა კონგრესის“ თავმჯდომარე მექა ხანგოშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლება დაპირებას შეასრულებს და ობიექტურ გამოძიებას ჩაატარებს.

    „ხეობის მოსახლეობა მოითხოვს, რომ ამ შემთხვევაში მაინც არ მოხდეს ამ საქმის გადაფარვა სხვა საკითხებით და რაც ყველაზე მთავარია, გრიფი „საიდუმლო“ არ დაედოს, რამენაირად მოსახლეობა დაამშვიდონ. ძალიან დიდი თხოვნა მაქვს ამ ოჯახს, გვარს, მთელ ხეობას ნუ მიიყვანენ იმ მდგომარეობამდე, რომ საკუთარი ძალით ეძებონ სამართალი.

    გავიხსენოთ თუნდაც ის შემთხვევა, როდესაც ორმა არასრულწლოვანმა სკოლის მერხიდან გადაწყვიტა ჩაბმულიყო სხვის ომში. ეს ორი ახალგაზრდა თბილისის აეროპორტიდან მშობლების თანხმობის გარეშე გაატარეს საზღვარზე. მაშინდელი მინისტრის, გომელაურის ახსნა იყო, რომ მესაზღვრე შეცდა. ჩვენ ვიცით, რომ ის ადამიანი არც კი დასჯილა, მხოლოდ სამსახურიდან გათავისუფლდა. ჩვენ არ გვინდა, რომ მსგავსი ფაქტის წინაშე დავდგეთ.

    ვითხოვთ ობიექტურ გამოძიებას და იმ ადამიანების დასჯას, ვინც ამ უდანაშაულო ახალაგაზრდის სიცოცხლე შეიწირა“, – განაცხადა მექა ხანგოშვილმა გადაცემაში „360 გრადუსი“.

    პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სპეცრაზმის მიერ სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების მუხლით იძიებს. გამოძიება 27 დეკემბერს დაიწყო, თუმცა მისი შედეგები ამ დრომდე ცნობილი არ არის. გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე დღეს თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებსა და ადვოკატებს შეხვდა.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თემირლან მაჩალიკაშვილს ახმედ ჩატაევთან და მის დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირში ადანაშაულებს. სუს-ის განცხადებით, სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილი ხელყუმბარის ამოქმედებას აპირებდა, რის გამოც ესროლეს. გარდაცვლილის ოჯახი ამ ბრალდებას უარყოფს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]