• ახმეტა – თიანეთის გზის რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში დაიწყება

    ოთხშაბათი, 14 მარტი 2018 15:38 view 13100
    ახმეტა – თიანეთის გზის რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში დაიწყება

    ახმეტა – თიანეთის 30 კილომეტრიანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება. ამის შესახებ პანკისის სათემო რადიოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი სეთურიძემ განუცხადა.

    სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული აზერბაიჯანული კომპანია AGT Menegment, Meslehet, Tikinti Xidmetleri MMC შეასრულებს, რომელთანაც ხელშეკრულება 2017 წლის 25 ივლისს დაიდო და 2021 წლის 2 თებერვლამდეა ძალაში. პროექტის ღირებულება 18 964 873 ლარია.

    გიორგი სეთურიძის განცხადებით, ახმეტა – თიანეთის გზის რეაბილიტაციას მსოფლიო ბანკი აფინანსებს და სხვადასხვა საკითხების, მათ შორის გზის დიზაინის შეთანხმების გამო, სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება გასულ წელს ვეღარ მოხერხდა.

    „ახმეტა – თიანეთის გზაზე რამდენიმე მეწყრული უბანია. შემსრულებელი კომპანია ამ უბნებს იკვლევდა, შემდეგ გზის კონსტრუქციაზე შევთანხმდით. კომპანიას ტექნიკა უკვე მობილიზებული აქვს და მასშტაბური სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება“, – აღნიშნა სეთურიძემ.

    გზის კაპიტალური რეაბილიტაცია ქალაქ ახმეტიდან უნდა დაიწყოს და სავარაუდოდ 20 თვეში უნდა დასრულდეს.

    ახმეტა – თიანეთის გზა ილტოს ხეობის სოფლებზე და კვეტერას ეკლესიის ტერიტორიაზე გადის. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში ვარაუდობენ, რომ გზის რეაბილიტაციის შედეგად ილტოს ხეობის სოფლებში სოციალურ–ეკონომიკური პირობები გაუმჯობესდება.

    ახმეტა – თიანეთის გზით მნიშვნელოვნად მცირდება მანძილი ახმეტიდან ფშავის, ხევსურეთის და ყაზბეგის მიმართულებით. ტურიზმის სპეციალისტების თქმით, ახმეტა – თიანეთის გზა ხელს შეუწყობს ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან საქართველოში შემოსული ტურისტების თიანეთის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში მიზიდვას.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]