• სპეცოპერაციის დროს პანკისში ჩემი არცერთი მოადგილე არ იმყოფებოდა – ვახტანგ გომელაური

    ოთხშაბათი, 18 აპრილი 2018 23:03 view 7861
    სპეცოპერაციის დროს პანკისში ჩემი არცერთი მოადგილე არ იმყოფებოდა – ვახტანგ გომელაური

    „შემიძლია თამამად ვთქვა, რომ დუისში, სპეცოპერაციის დროს, ჩემი არცერთი მოადგილე არ იმყოფებოდა“ – აღნიშნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების განცხადების კომენტირებისას. მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ სპეცოპერაციას სუს-ის უფროსის პირველი მოადგილე, სოსო გოგაშვილი ხელმძღვანელობდა.

    ვახტანგ გომელაურის თქმით, მოხდა უბედური შემთხვევა და მაჩალიკაშვილის მშობლების ესმის, მათ მწუხარებას იზიარებს.

    „მათი მესმის, რადგან რთულია, როცა შვილი იღუპება, მაგრამ ჩემი მოადგილე, სოსო გოგაშვილი იქ არ იმყოფებოდა და ამაზე შემიძლია მტკიცებულებებით ვისაუბრო. იქ არა მხოლოდ სოსო გოგაშვილი, არამედ ჩემი არცერთი მოადგილე არ იმყოფებოდა. ასეთ ღონისძიებას სპეცდანიშნულების რაზმი ატარებს. როცა სხვა გზა აღარ არის და ღონისძიება იწყება, ჩვეულებრივი პრაქტიკაა, რომ მინისტრისგან ღონისძიების დაწყების ნებართვას იღებენ. შემდეგ თემა იქ მთავრდება და არც მინისტრი და არც მისი მოადგილე არ წყვეტენ, სპეცდანიშნულების რაზმმა რა უნდა გააკეთოს“, – ციტირებს „პირველი არხი“ ვახტანგ გომელაურის განცხადებას.

    კითხვაზე – ხდება თუ არა მალხაზ მაჩალიკაშვილის თაობაზე გარკვეული ინფორმაციის მოპოვება, გომელაურმა უპასუხა, რომ გამოძიება მიმდინარეობს და თუ რაიმე დანაშაულებრივი მიმართულება და კანონდარღვევა გამოვლინდება, თემირლან მაჩალიკაშვილის მამა დაიკითხება.

    „საუბარია იმაზე, თითქოს, სპეცსამსახურები მიზანმიმართულად მუშაობენ, როგორმე რაღაც „გამოუჩხრიკონ“, ვუპოვოთ და დავადანაშაულოთ, რაც აბსურდია“, – აღნიშნა სუს-ის ხელმძღვანელმა.

    თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებმა პანკისის სათემო რადიოსთან განაცხადეს, რომ 2017 წლის 26 დეკემბერს, სპეცოპერაციის ჩატარების დროს სოსო გოგაშვილი პანკისის ხეობაში იმყოფებოდა და სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა.

    „ჩემი შვილი მანახეთ მეთქი რომ ვითხოვდი, ერთ-ერთმა მიპასუხა, შენი შვილი განყოფილებაშიაო გადაყვანილი. იმ კაცს ყავისფერი ქურთუკი ეცვა. იქ, კარში ვიდექით მე, რამაზ მარგოშვილის მეუღლე ლია დუიშვილი და ჩემი გოგო ნატა, ესენი მაკავებდნენ, არ მიშვებდნენ აქეთ. იმ კაცმა თითის ქნევით მითხრა, სტუმრები ვინა გყავდნენო. ვინ სტუმრები მეთქი? კარგად იცით ვისზეც გეუბნებით. სპეცრაზმელი რომ მოკლეს თბილისში, ხომ გახსოვთ, ჩემზე კარგად იცით ვინ სტუმრებზეც ვამბობო. არ ვიცოდი მე ეს კაცი ვინ იყო. თემირლანის გარდაცვალების შემდეგ, ინფორმაციას რომ ვადევნებთ თვალს, სურათებში ის კაცი ვიცანი. სოსო გოგაშვილი ყოფილა“, – ამბობს თემირლან მაჩალიკაშვილის დედა, მედიკო მარგოშვილი.

     

    ამ თემაზე ვრცლად წაიკითხეთ:

    სპეცოპერაციას, რა დროსაც თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს, სოსო გოგაშვილი ხელმძღვანელობდა

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]