• სალაფიტური თემის იმამმა პანკისში კადიროვის მხარდამჭერი ჯგუფის ქმედებები დაგმო

    პარასკევი, 22 ივნისი 2018 18:26 view 7189
    სალაფიტური თემის იმამმა პანკისში კადიროვის მხარდამჭერი ჯგუფის ქმედებები დაგმო

    პანკისის სალაფიტური თემის იმამი, 15 ივნისს, რამადან ბაირამის დღესასწაულის აღნიშვნისას, ხეობაში, ჩეჩნეთის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის მხარდამჭერი ჯგუფის ქმედებებს მოსახლეობისთვის და სალაფიტური თემისთვის მიუღებლად მიიჩნევს.

    „ბაირამის დღესასწაული პანკისის ხეობაში ყოველ წელს ჩვენი ორგანიზებით ტარდება. ამ დღესასწაულზე ვკრძალავთ ნებისმიერი სახის პოლიტიკურ ლოზუნგებს, მითუფრო ისეთს, რომელიც მიუღებელია მოსახლეობისთვის. იმ დღეს კი ეს მოხდა.

    ის ქმედებები, რომელიც ჩაიდინა იმ მცირე ჯგუფმა, იყო მიუღებელი როგორც ორგანიზატორებისთვის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის. შესაბამისად, ის რეაქცია, რაც პანკისელებს ჰქონდათ, იყო დროული და მკაცრი.

    ჩვენ ამ ჯგუფს ავუხსენით, რომ ეს პლაკატები და ლოზუნგები არის მოსახლეობისთვის და ქვეყნისთვის მიუღებელი. შესაბამისად, ასეთი რამე პანკისში არც მოხდება. მათ გაიგეს ეს და გაიაზრეს.

    სხვადასხვა სახის პროვოკაციებს გასულ წლებშიც ჰქონია ადგილი, მაგრამ ჩხუბისა და დაპირისპირების გარეშე დროულად აღკვეთილა.

    15 ივნისს მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებამდე არ მისულა.

    ამჟამად აღარ არსებობს რაიმე საშიშროება იმისა, რომ მსგავსი სახის პროპაგანდა გაგრძელდეს ხეობაში. ვფიქრობთ, ასეთი პროვოკაციული ქმედებები აღარ განხორციელდება“, - ნათქვამია იმამის პრესცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    სალაფიტური თემის იმამის თქმით, ამგვარი პროვოკაციების აცილება პოლიციის პრეროგატივაა, თუმცა 15 ივნისს მომხდარი ინციდენტი ადგილობრივებმა იქამდე აღკვეთეს, ვიდრე შემთხვევის ადგილზე პოლიცია მივიდოდა.

    „სახელმწიფო სტრუქტურებმა მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინონ, არ დაუშვან მსგავსი სახის პროვოკაციები, რადგან პანკისის ხეობის მცხოვრებთა დამოკიდებულების გათვალისწინებით, მსგავსი სახის პროპაგანდის მცდელობას, ყოველთვის მოჰყვება მკაცრი პასუხი და ჩვენ ნამდვილად არ გვინდა მსგავსი რამე. ასევე, გვინდა აღვნიშნოთ, მიუხედავად იმისა, რომ დაპირისპირება იყო მხოლოდ სიტყვიერი და მოვახერხეთ მისი აღკვეთა, მაინც მოხდა ადგილზე სპეცრაზმის მობილიზება, რომლის საჭიროებაც ნამდვილად ვერ დავინახეთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

    15 ივნისს, რამადან ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ მსვლელობაში მონაწილე რამდენიმე მანქანაზე ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის მამის, ახმად კადიროვის დიდი ზომის ფოტოები იყო გაკრული, მანქანებიდან კი სკანდირებდნენ „ახმადი ძლიერია“. ამ ფაქტმა ადგილობრივთა ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია. მათ ავტომობილებიდან ახმად კადიროვის ფოტოების მოხსნა მოითხოვეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. იმავე დღეს ჟურნალისტებმა გამოარკვიეს, რომ კადიროვის მხარდამჭერ აქციაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კონფლიქტის განმუხტვის და სიტუაციის გართულების თავიდან აცილების მიზნით, ხეობაში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები შეიყვანეს, რომლებმაც ხეობა მალევე დატოვეს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]