• ფინკა ბანკი ლარში განთავსებულ დეპოზიტებზე ყველაზე მაღალი საპროცენტო სარგებლის შეთავაზებას აგრძელებს

    ხუთშაბათი, 27 სექტემბერი 2018 13:21 view 2977
    ფინკა ბანკი ლარში განთავსებულ დეპოზიტებზე ყველაზე მაღალი საპროცენტო სარგებლის შეთავაზებას აგრძელებს

    ფინკა ბანკი 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით მომხმარებლებისთვის საინტერესო აქციების შეთავაზებას განაგრძობს და ლარში განთავსებულ დეპოზიტებზე ყველაზე მაღალ საპროცენტო განაკვეთებს ინარჩუნებს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის.

    ვადიან დეპოზიტზე ფიზიკური პირების მიერ ლარში თანხის 6 თვით განთავსების შემთხვევაში, წლიური საპროცენტო განაკვეთი 9.5% (ეფექტური - 9.73 %) იქნება, ხოლო იურიდიული პირები ლარში თანხის 6 თვით განთავსების შემთხვევაში 8.75% (ეფექტური 8.94%) საპროცენტო სარგებელს მიიღებენ.

    კვლავ ბაზარზე ყველაზე მაღალი საპროცენტო სარგებელია ფინკა ბანკის შემნახველ დეპოზიტზე 7 % (ეფექტური 7.23%) - ფიზიკური პირების, ხოლო 5% (ეფექტური 5.64%) -იურიდიული პირების შემთხვევაში.

    ფიზიკური პირებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია დეპოზიტი „მეტი სარგებელი“, რომლის მინიმუმ 15 თვით გახსნის შემთხვევაში საპროცენტო სარგებელია 12,5% (ეფექტური 12.32%).

    როგორც ფინკა ბანკში აცხადებენ, დეპოზიტებზე საინტერესო შეთავაზება ფინკას საქართველოში საქმიანობის 20 წლის იუბილეს უკავშირდება და შეთავაზება წლის ბოლომდე გაგრძელდება. „მოხარულები ვართ, რომ კვლავ განვაგრძობთ დეპოზიტების აქციას, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლებს განსაკუთრებულ პირობებს ვთავაზობთ. ჩვენ ვინარჩუნებთ ბაზარზე ყველაზე მაღალ საპროცენტო სარგებელს ყველა ტიპის დეპოზიტზე. მომხმარებლებს შეუძლიათ გახსნან ვადიანი, შემნახველი ან დეპოზიტი „მეტი სარგებელი“ მათი მიზნებიდან გამომდინარე და მიიღონ მართლაც მეტი სარგებელი. მომხმარებლებს ვურჩევთ, გახსნან ან გადმოიტანონ დეპოზიტი ფინკა ბანკში მარტივად, ჩვენს ნებისმიერ სერვის ცენტრში“ - ამბობს თამარ სოფრომაძე, ფინკა ბანკის საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტის უფროსი.

    ამ დროისთვის ფინკა ბანკი მომხმარებელს 6 ტიპის დეპოზიტს სთავაზობს. დეპოზიტის გახსნა შეუძლია როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის მოქალაქეს. მომხმარებელს შეუძლია გახსნას ერთი ან რამდენიმე დეპოზიტი მარტივად, სერვის ცენტრში ვიზიტისას, ასევე ვებ-გვერდიდან www.FINCA.ge

    დეტალური ინფორმაცია ფინკა ბანკის დეპოზიტებზე და საპროცენტო განაკეთებზე ხელმისაწვდომია ვებგვერდზე www.finca.ge

    [R] ფინკა ბანკის ინფორმაცია

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]