• პანკისი-თუშეთის გზაზე უარის თქმა უდიდესი დარტყმაა პანკისის მოსახლეობისთვის - ზაურ გუმაშვილი

    ოთხშაბათი, 06 მარტი 2019 12:15 view 5588
    ფოტოზე ზაურ გუმაშვილი ფოტოზე ზაურ გუმაშვილი

    „ჩვენ მას პანკისის სიცოცხლის გზა დავარქვით, რადგანაც ეს იქნებოდა პანკისისთვის ახალი სიცოცხლის გახსნა. ჩიხურ მდგომარეობაში მყოფი ხეობისთვის, რომელზეც უკანასკნელ პერიოდში ძალიან ბევრს საუბრობენ, რომ უამრავი პრობლემაა. ამ პროექტის ჩავარდნა არის უდიდესი დარტყმა პანკისის ხეობის მოსახლეობისთვის, რადგანაც განვითარების, პროგრესის ყველანაირი პერსპექტივა შეჩერებულ იქნა. პროექტის ჩავარდნის მესვეურებს მინდა ვუთხრა, რომ მათ ფაქტობრივად გაწირეს ქისტი მოსახლეობა“, - განაცხადა პანკისის უხუცესთა კავშირის წევრმა, ისტორიკოსმა ზაურ გუმაშვილმა პანკისის სათემო რადიო WAY-ს ეთერში, გადაცემაში „მე და სახელმწიფო“.

    „არსებული გზით, სოფელ ფშაველიდან ომალომდე მანძილი 72 კილომეტრია. რაც შეეხება პანკისის ხეობაზე გასაყვან გზას, ხადორიდან ომალომდე დაახლოებით 34 კილომეტრია. 2-ჯერ ნაკლები იქნებოდა გზის სიგრძე.

    როდესაც სახელმწიფო დაინტერესებულია პანკისის პრობლემის მოგვარების გზების ძიებით, ამ პრობლემის გადაწყვეტის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო საშუალება იქნებოდა ამ გზის გაყვანა, რომელიც უდიდეს პერსპექტივას შეუქმნიდა პანკისის ხეობის მცხოვრებლებსაც. არანაირი წინაღობა გზების გაყვანის თვალსაზრისით არ არსებობს. ნებაა საჭირო იმისთვის, რომ ეს გზა გაიჭრას“, - აღნიშნა გუმაშვილმა.

    პანკისი-თუშეთის გზის მშენებლობის პროექტი ჩავარდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, პანკისი-თუშეთის მიმართულებაზე ვერ მოხერხდა შესაბამისი საპროექტო გადაწყვეტილების მიღება, რთული რელიეფიდან გამომდინარე და გეოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით. პანკისის სათემო რადიოს ეთერში, რესპონდენტებმა ქარსელაძის ეს განცხადება უარყვეს. თუშების სათემო საბჭოს თავმჯდომარის ლევან დურმიშხანიძის განცხადებით, ის პირადად ესაუბრა პროექტორი კომპანიის მთავარ ინჟინერს, რომელმაც უთხრა, რომ გზების დეპარტამენტში სრულყოფილი პროექტია ჩაბარებული და გზა ისეა დაპროექტებული, რომ სტანდარტებს აკმაყოფილებს.

    პანკისის უხუცესთა კავშირი პრემიერ-მინისტრისთვის მიმართვას აპირებს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]