• ხმა პანკისიდან - თამაზ ბაღაკაშვილი ► გვინდა, რომ მშვიდობიანად გაგრძელდეს აქ ცხოვრება

    შაბათი, 27 აპრილი 2019 16:15 view 5195
    ხმა პანკისიდან - თამაზ ბაღაკაშვილი ► გვინდა, რომ მშვიდობიანად გაგრძელდეს აქ ცხოვრება

    თამაზ ბაღაკაშვილი პანკისის სახალხო კრების ერთ-ერთი ლიდერია. წლების განმავლობაში ის ხეობაში „ქართული ოცნების“ კოორდინატორი იყო. 21 აპრილს, პანკისში, სამართალდამცავებსა და მოსახლეობას შორის მომხდარი შეტაკებისას, მთავრობის წევრებთან მოლაპარაკების პროცესში აქტიურად მონაწილეობდა. „თუ დაიწყო ერთი კაცის აყვანაც, მე ვფიქრობ, მთელი ხალხი ეყოლებათ ასაყვანი იმიტომ, რომ ვინც მაშინ პანკისის ხეობაში იმყოფებოდა, ახალგაზრდობის 90%-ი მონაწილეობდა ამ არეულობაში. არ არსებობს ახალგაზრდა, ან ქვა არ აეღო ან ჯოხი“, - ამბობს თამაზ ბაღაკაშვილი შს მინისტრის განცხადებაზე კომენტირებისას. მინისტრმა გახარიამ თქვა, რომ ყველა, ვინც იძალადა შსს-ს თანამშრომლებზე, პასუხს აგებს.

    21 აპრილს, ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს. ამ დროისთვის არავინ არის დაკავებული. სპეცრაზმსა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება პანკისის სოფელ ძიბახევში ჰესის მშენებლობის განახლებას მოჰყვა.

    თამაზ ბაღაკაშვილი, სოფელ დუისის მკვიდრი: „მოსახლეობა, დიდი უმრავლესობით წინააღმდეგი იყო ჰესების მშენებლობის. მე თვითონ ვიყავი ამ სიტუაციაში ჩართული და აქედან გამომდინარე ვიცი. არ ვიცი, როგორ, რანაირად, მაგრამ სხვანაირი სურათია ხელისუფლებამდე მიტანილი.

    ადგილზე სიტუაცია დაძაბა ძალოვნების ამდენი რაოდენობით შემოსვლამ. თელავში მოლაპარაკებაში რა ლეგიტიმაციითაც ვმონაწილეობდი, ერთადერთი მოთხოვნა მქონდა ხალხისგან, რომ მშენებლობა გაჩერებულიყო და შემოსული ძალოვნები გასულიყვნენ. ვიდრე პასუხს მივიღებდი, პანკისში არეულობა ისევ დაიწყო და იძულებულები გავხდით წამოვსულიყავით იქიდან.

    ხალხი უფრო მეტად ააფორიაქა იმან, რომ როცა ჩვენ მოსალაპარაკებლად წაგვიყვანეს, აქციის მონაწილეებს ვთხოვეთ, არაფერი მომხდარიყო, ვიდრე პასუხს არ მივიღებდით. ჩვენ რომ თელავში ჩავედით, აქ კიდევ დამატებითი ძალები შემოსულან. ეს არასწორი იყო, ასე არ უნდა მოქცეულიყვნენ. ამდენი ძალოვანის შემოსვლა მშვიდობიან მოსახლეობაში, არ იყო საჭირო, თან მოლაპარაკების პროცესში.

    ქისტები მშვიდობისმოყვარე, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხი ვართ და შევთანხმდით, რომ ომი არ გვინდა, დაპირისპირება არ გვინდა, არც პოლიტიზირება გვინდა სიტუაციის. გვინდა, რომ მიმართვა გავაკეთოთ ხელისუფლებასთან და საქართველოს მოსახლეობასთან, როგორმე დალაგდეს აქ სიტუაცია და მშვიდობიანად გაგრძელდეს აქ ცხოვრება. მინისტრმა თქვა, რომ ხალხი თუ წინააღმდეგი იქნება, ჰესი არ აშენდება. არა მგონია ხალხი დათანხმდეს“.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]