• დუისში პოლიციის განყოფილებასთან ახლოს ბანკომატი ე.წ. ბარგალკით გაჭრეს

    ორშაბათი, 01 ივლისი 2019 23:41 view 6281
    დუისში პოლიციის განყოფილებასთან ახლოს ბანკომატი ე.წ. ბარგალკით გაჭრეს

    ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში, იუსტიციის სახლის საზოგადოებრივი ცენტრის შენობის შესასვლელში მდებარე „ლიბერთი ბანკის“ ბანკომატი ე.წ. ბარგალკით გაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ბოროტმოქმედებმა ბანკომატი ღამით დააზიანეს, თუმცა თანხა წაღებული არ არის.

    საზოგადოებრივი ცენტრი, სადაც პანკისის ხეობაში არსებული ერთადერთი ბანკომატი დგას, ცენტრალური საავტომობილო გზის პირას და პოლიციის განყოფილებასთან ახლოსაა.

    საზოგადოებრივი ცენტრის შენობაში ვიდეომეთვალყურეობა ხორციელდება, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ბანკომატის გაჭრამდე დაზიანდა ვიდეოკამერა, რომელიც შესასვლელს აკონტროლებდა.

    პანკისის სათემო რადიოს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ ბანკომატის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

    გასულ კვირას დუისის პოლიციის განყოფილებიდან დაახლოებით 70 მეტრში მდებარე სურსათის მაღაზიაც გაქურდეს, რომელიც ასევე ცენტრალური საავტომობილო გზის პირასაა. სათემო რადიოსთვის ცნობილი გახდა, რომ მაღაზიიდან პროდუქტი მოიპარეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, მაღაზია ირანის მოქალაქეებს ადგილობრივი მცხოვრებისგან აქვთ ნაქირავები, მათ შორის დავა მიმდინარეობს და ისინი ამჟამად საქართველოში არ იმყოფებიან. პოლიცია დაუკავშირდა ირანის მოქალაქეებს, რომლებიც მაღაზიას ამუშავებდნენ და ელოდებიან დადასტურებას, მაღაზიიდან არის თუ არა რამე წაღებული.

    შინაგან საქმეთა სამინისტრო პანკისის ხეობაში პოლიციის მეორე განყოფილებას აშენებს სოფელ ბირკიანში, ზუსტად იმ ადგილას, სადაც 21 აპრილს, ადგილობრივ მცხოვრებლებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკება მოხდა. შენობის სიგრძე 55 მეტრს აღემატება და სამსართულიანი იქნება. შსს-ს პანკისში პოლიციის კიდევ ერთი განყოფილების შექმნის მიზეზი არ განუმარტავს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]