სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოპერაცია. მაჩალიკაშვილს თავის არეში შემავალი ჭრილობა აქვს. ოპერაცია თბილისიდან მოწვეულმა ნეიროქირურგებმა ჩაატარეს. ექიმების თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თემირლან მაჩალიკაშვილი რეანიმაციაშია მოთავსებული.