რა სახის ვაქცინაა „ასტრაზენეკა“ და როგორ მუშაობს ის? რა განსხვავებაა „ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკას“ შორის? რა ალერგიული რეაქციები შეიძლება განუვითარდეს პაციენტს ვაქცინაციის შემდეგ? რა არის ანაფილაქსია და რა იწვევს მას? რა უნდა გაკეთდეს, პირველ რიგში, თუ ადამიანს ანაფილაქსიური შოკი დაემართა?
რა მითები უკავშირდება კორონავირუსის პრევენციასა და მკურნალობას? როგორ მოვიქცეთ, ინფიცირების თავიდან ასაცილებლად? როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან სეზონური გრიპი და კორონავირუსი? ხდება თუ არა კოვიდ 19-ით რეინფიცირება? რა მოლოდინებია ვაქცინასთან დაკავშირებით? არის თუ არა ქვეყანაში საველე ჰოსპიტლების მოწყობის აუცილებლობა?
ბოლო თვეებში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი რამდენიმე ათასს აჭარბებს. 14 დეკემბრის მდგომარეობით ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირებულია 29 727 ადამიანი. 10 ათასამდე ინფიცირებული საავადმყოფოებსა და კოვიდ-კლინიკებში არის მოთავსებული, დაახლოებით 19 700 ადამიანი კი სამკურნალოდ სახლშია დატოვებული. რა უნდა გაითვალისწინონ ინფიცირებულებმა სახლში მკურნალობის დროს – ამ თემაზე პანკისის სათემო რადიოს ეთერში ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა ისაუბრა.