ამ სათაურით აქვეყნებს „OC Media“ ინტერვიუს პანკისის სალაფიტური თემის იმამთან, ბექხან ფარეულიძესთან. იმამი ინტერვიუში საუბრობს პანკისის ხეობაში სალაფიტებსა და სუფისტებს შორის უთანხმოებაზე, ახალგაზრდა ქისტების სირიაში გადინებასა და სამოქალაქო საზოგადოების როლზე.
„სალაფიტური ისლამის მიმდევრები ორმაგ დისკრიმინაციას, მარგინალიზაციას განიცდიან სახელმწიფო ინსტიტუტების, დომინანტი რელიგიური ჯგუფისა და უშუალოდ მუსლიმი თემის მხრიდანაც. სახელმწიფო მხოლოდ ტრადიციული ისლამის მიმდევრებისა და ინსტიტუტების (უხუცესთა საბჭოს) გაძლიერებით ცდილობს [ისევე როგორც ამას ის აკეთებს სხვა რელიგიურ თემებში] „ბრმა“ პოლიტიკის წარმოებას და ამ პოლიტიკით ხეობის უმრავლესობას რეალურად არ აღიარებს“, – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე.
„დამოუკიდებელი აქტორების როლი და გამოწვევები პანკისის ხეობაში“ – ამ თემაზე გაიმართა დღეს დისკუსია პანკისის სათემო რადიო WAY-ს ოფისში. შეხვედრაზე ბოლო პერიოდში პანკისში არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებთან დაკავშირებით იმსჯელეს. დისკუსია მედიისთვის დახურული იყო.