საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „იმედის“ სიუჟეტი, რომელიც თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს ეხება, მანიპულაციურია. ქარტიის საბჭოს დასკვნით, სადავო სიუჟეტში მოცემული ბევრი ინფორმაცია არასწორია, ზოგიერთ შემთხვევაში კი მაყურებლისთვის არასრული ინფორმაციის მიწოდება მოხდა. ამით კი ავტორი შეეცადა გაემყარებინა სახელმწიფო ბრალდების მტკიცება, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს ტერორისტებთან ჰქონდა კავშირი.