„შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, შევარდნაძე სულ იძახდა, პანკისის ხეობაში ტერორისტები არ არიანო. მართალს ამბობდა. სააკაშვილიც აცხადებდა, რომ პანკისის ხეობაში ტერორისტები არ არიან. ეს ხელისუფლება პირიქით ამბობს, რომ ხეობაში ტერორისტები არიან. რას მივაწერო ეს?“- აღნიშნა პანკისის ხეობაში სპეცრაზმის მიერ მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
„შევეცდებით, ყველამ ერთად თავიდან ავიცილოთ ის რუსული პროვოკაცია, რომელიც პანკისში არეულობას და სპეცოპერაციების ჩატარებას ემსახურება. ჩვენ ამის შესახებ გვაქვს ინფორმაცია და აქტიურად ვთანამშრომლობთ უცხოელ კოლეგებთან იმისთვის, რომ ეს სიმართლე საქართველოს ფარგლებს გარეთ გავიტანოთ“, - განაცხადა გაზეთ „ქრონიკა +“-ის რედაქტორმა ელისო კილაძემ პანკისში, ზაზა სარალიძესთან და მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.