საქართველოში კორონავირუსის დღიური ახალი შემთხვევების რაოდენობა მზარდია. მკვეთრად გაიზარდა ჰოსპიტალიზებული ბავშვების რაოდენობაც, ორი ინფიცირებული ჩვილი კი გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მაღალჩინოსნები გაუარესებულ ეპიდსიტუაციაზე საუბრისას აღნიშნავენ, რომ „დელტა“ (ინდური) შტამის ცირკულაცია 50%-ს აჭარბებს.
რით განსხვავდება „დელტა“ შტამი კორონავირუსის სხვა შტამებისგან და როგორ მიმდინარეობს ის ბავშვებში? რამდენად ეფექტურია დღეს არსებული ვაქცინები ამ შტამის მიმართ? როგორ ხდება აშშ-ის სკოლებში კოვიდ-უსაფრთხოების დაცვა? რატომ არის აცრა მნიშვნელოვანი და რა არის ცნობილი ე.წ. ბუსტერის შესახებ? – ამ საკითხებზე პანკისის სათემო რადიოს გადაცემაში „ფოკუსი“ ნიუ-იორკის მაიმონდის ჰოსპიტლის ექიმმა, ნანა გეგეჭკორმა ისაუბრა.