პანდემიამ გავლენა სპორტზეც იქონია. პანკისში ასებული ძიუდოს დარბაზი, რომელიც ერთადერთი ადგილია, სადაც მოზარდები პროფესიონალურად ეუფლებიან სპორტის სხეობას, შეცვლილი დღის წესრიგით აგრძელებს მუშაობას. ისევ შეზღუდულია სპორტული შეჯიბრებები და შეკრებები, რაც ახალგაზრდა ძიუდოისტებისთვის მნიშვნელოვანი მოტივატორი იყო. სპორტი სასკოლო განათლების ნაწილიც არის, თუმცა დისტანციური სწავლების პერიოდში სპორტის გაკვეთილები სრულფასოვნად არ ტარდებოდა.
დათო ჭიკაიძე პანკისის ხეობის სოფელ დუისში მდებარე ძიუდოს დარბაზში, კვირაში ექვსი დღე, 80-ზე მეტ ბავშვსა და მოზარდს ავარჯიშებს. პანდემიის გავრცელების პიკში, როდესაც ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები მოქმედებდა და ბევრი რამ გაჩერებული იყო, ძიუდოს კლუბის წევრები ვარჯიშს განაგრძობდნენ. ახალი ვირუსის გავრცელებით გამოწვეული დაბნეულობა, ზამთრის ყინვების დროს ღია სივრცეში ვარჯიში და ტრანსპორტის პრობლემა ახლა უკვე უკან არის – პანკისის ძიუდოს კლუბი ნელ-ნელა ჩვეულ რიტმს უბრუნდება.
ჰოლანდიელი ძიუდოისტი ქალი ესტერ სტამი, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს სახელით ასპარეზობდა, პანკისის ხეობას ეწვია და დუისის სპორტულ დარბაზში ახალგაზრდა ძიუდოისტებს მასტერკლასი ჩაუტარა.