• ×

    შეტყობინება

    Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

    ვინ არიან ახმეტის მერობის კანდიდატები

    ხუთშაბათი, 30 სექტემბერი 2021 15:54 view 7863
    ვინ არიან ახმეტის მერობის კანდიდატები

    ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის:ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ წარდგენილი ალექსი ფიცხელაური და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ზურაბ ოტიაშვილი. არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

    ალექსი ფიცხელაური მეღვინეა და სოფელ ახშანში მცირე მარანს ფლობს. ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის მოადგილის, შენგელი ფიცხელაურის ძმის შვილია. „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანებამდე ალექსი ფიცხელაური ნინო ბურჯანაძის პარტიის „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ წევრი და 2014-2017 წლებში ამავე პარტიიდან ახმეტის საკრებულოს დეპუტატი იყო. 2017 წლის არჩევნებში ის საარჩევნო ბლოკ „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოდან“ საკრებულოში ქალაქ ახმეტის მაჟორიტარ დეპუტატად იყრიდა კენჭს, თუმცა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცმებით, მხოლოდ 75 ამომრჩევლის ხმა (3.89%) მიიღო. ალექსი ფიცხელაურის თქმით, 2017 წლიდან „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს.

    წინასაარჩევნო კამპანიას ფარგლებში, ალექსი ფიცხელაური პანკისის ხეობაში რამდენჯერმე იმყოფებოდა. როგორც მან სოფელ ომალოში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა, მუნიციპალიტეტში ბევრი პრობლემაა გადასაჭრელი.

    „მათ შორის არის საბავშო ბაღებისა და სასმელი წყლის პრობლემა. გვაქვს ისეთი სოფლები, სადაც დღეში ერთი საათი მოდის წყალი, იმასაც ლოკოკინები და რაღაცები მოსდევს. ეს პრობლემა აუცილებლად უნდა მოგვარდეს, ყველა სოფელს უნდა ჰქონდეს ხარისხიანი წყალი. ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი მოვხსენით, რადგან ძალიან არასასიამოვნო ფაქტები ხდებოდა და დიდი ამბები მოგვდიოდა მაგასთან დაკავშირებით. სამი სოფელი დაგვხვდა ისეთი, რომელსაც ბაღი არ ჰქონდა, ეს არის აწყური, ხორხელი და ხალაწანი, სადაც ნაქირავებ ბინაში იყვნენ შესახლებულები“, – განაცხადა ფიცხელაურმა და აღნიშნა, რომ სოფელ ხალაწანში ახალი საბავშვო ბაღი აშენდება.

    ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას ალექსი ფიცხელაურმა აღნიშნა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში, პანკისის ხეობაში მხოლოდ 750 ათასი ლარი დაიხარჯა, მაშინ როდესაც იგივე პერიოდში „ქართულ ოცნებას“ 12 მილიონი ლარი აქვს დახარჯული.

    „ამ 12 მილიონში არ შედის გაზიფიკაცია. მოკლედ, ასეთი მიდგომით მეც ამაყად ვარ და თამამად მოვედი ხეობაში. ვიცი რამდენი რამეა გაკეთებული და რამდენი რამის გაკეთება შეიძლება. კომუნისტებს არ გაუკეთებიათ ერთი ხიდი, გახსოვთ რა მდგომარეობა იყო და ახლა ყველგან ასე თუ ისე გადასასვლელი არსებობს და ამ სოფლებზე შემოვლა არ გვიწევს“.

    ალექსი ფიცხელაურმა ყურადღება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის როლზეც გაამახვილა:

    „ბატონი ირაკლი რომ ყოფილიყო გახარიას მაგივრად არც ის ინციდენტი იქნებოდა, აქ რომ მოხდა ჰესის გამო. ზოგადად, არ შეიძლება მოსახლეობა მიიყვანო იმ სიტუაციამდე, რომ ასეთი დაპირისპირებები მოხდეს. ყოველ შემთხვევაში, რასაც ვხედავ, რაც ბატონი ირაკლია ხელისუფლებაში მოსული, თუნდაც ერთი საპროტესტო აქცია არ ყოფილა. ეს ადამიანი ალაგებს ყველაფერს ისე, რომ მშვიდობიანი თანაცხოვრება არ გაუჭირდეს საქართველოში არავის და ყველანაირი წინსვლა ჰქონდეს ჩვენ ქვეყანას“.

    ზურაბ ოტიაშვილი 1994-2002 წლებში კონტრდაზვერვის სამსახურში ახმეტის განყოფილების ოპერატიულ მუშაკად მუშაობდა. 2002-2003 წლებში საქართველოს სახელმწიფო უშიშროების კახეთის სამხარეო კონტრდაზვერვის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. ზურაბ ოტიაშვილი 2008-2010 წლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობას იკავებდა, ხოლო 2010 წლიდან დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი იყო.

    2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოტიაშვილი დუშეთის მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელა, თუმცა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე გავრცელდა ინფორმაცია მის მიერ ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტზე, რის გამოც ოტიაშვილის კანდიდატურა მოხსნეს. ზურაბ ოტიაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ დუშეთის საარჩევო შტაბის უფროსი გახდა. ის პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეც იყო.

    2014 წელს ზურაბ ოტიაშვილმა დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა დაიკავა, ერთი კვირის შემდეგ კი თაღლითობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და აკრძალული საჩუქრის მიღების ბრალდებით დააკავეს.

    „როდესაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ დავინიშნე ძალიან შეწუხდნენ. არ ვიცი რა უნდა გამეკეთებინა ამ თანამდებობაზე ისეთი. სახლში მომიგზავნეს პროკურატორის თანამშრომლები და დამემუქრნენ, რომ თუ განზე არ გავდგებოდი, აუცილებლად დამაკავებდნენ. მაგრამ მე თავისუფალი ადამიანი ვარ, მთელი ცხოვრება იმას ვაკეთებ, რაც სწორად მიმაჩნია. მოხდა ის, რაც თქვეს – დამიჭირეს, რვა მუხლით აღძრეს საქმე. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე შეკერილი საქმე იყო, ბრალდება ვერ დამიმტკიცდა ცხრა თვეში დავტოვე სასჯელაღსრულების დაწესებულება“, – ამბობს ზურაბ ოტიაშვილი.

    2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ზურაბ ოტიაშვილი დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი იყო ბლოკიდან „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“. ოფიციალური მონაცემებით, მან ამომრჩეველთა ხმების 13%, ანუ 2758 ხმა დააგროვა.

    პანკისის სათემო რადიომ ზურაბ ოტიაშვილს ჰკითხა, რატომ გადაწყვიტა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერობა და რა არის სამი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც ახმეტაში უნდა გადაიჭრას.

    „ეს არის ჩემი მშობლიური რაიონი და დიდი სურვილი მაქვს, რომ ის განვითარებული და წარმატებული იყოს, რისი პოტენციალიც ნამდვილად არსებობს. ახმეტაში ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს, თუმცა, როგორც ზოგადად საქართველოში, მთავარი გამოწვევაა უმუშევრობა, ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობა და დასაქმება, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, ტურიზმის და სოფლის მეურნეობის განვითარება. ასევე, ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოგვარდეს გზის, წყლის, გაზისა და ელექტროენერგიის პრობლემები. 21-ე საუკუნეში ამაზე ამომრჩეველთან საუბარი არ უნდა გვიწევდეს. 

    ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში პირველ რიგში ვეცდები, რაც შეიძლება ნაკლები იყოს ჩვენი მოქალაქეების საზღვარგარეთ გადინება, ჩვენ ისინი უნდა დავაბრუნოთ საკუთარ ოჯახებში. ამისთვის საჭიროა, რომ რესურსები სწორად დაიხარჯოს. ჩვენს ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანია, განსაკუთრებით ახალგაზრდა, რომლებსაც აქვთ ჩვენს რაიონზე მორგებული იდეები. მათ შეუძლიათ განავითარონ სოფლის მეურნეობა, მევენახეობა, მეღვინეობა, ტურიზმი და სწორედ ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ. ყველა ვერ იმუშავებს გამგეობაში და ვერ იქნება საჯარო მოხელე“, – განაცხადა ზურაბ ოტიაშვილმა.

    წინასაარჩევნო გარემოზე საუბრისას მერობის ოპოზიციონერი კანდიდატი ამბობს, რომ მმართველი პარტია ამომრჩევლის მობილიზებას ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების მეშვეობით ცდილობს.

    „ყველანაირ მეთოდებს იყენებენ, იქნება ეს მოსყიდვა თუ დაშინება. ახმეტელი ვარ და ხალხს ეშინია, რომ ქუჩაში დაგელაპარაკოს, ტელეფონზე დაგირეკოს და საკუთარი აზრი გამოთქვას. თანასწორ საარჩევნო გარემოზე საუბარიც კი ზედმეტია, ელემენტარულად, ბანერები და აფიშები ავიღოთ: ყველგან „ქართული ოცნების“ ბანერია, სივრცე არ დატოვეს, რომ შენც გააკრა. ზეწოლაა ბიზნესზე, საჯარო მოხელეებზე, სოციალური შემწეობის მიმღებებზე. გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სოციალურ მუშაკებს აგზავნიან და ემუქრებიან, რომ თუ არჩევნებზე მხარს არ დაუჭერენ, სოციალურ შემწეობას დაკარგავენ. იმდენად არის ხალხი დაშინებული, რომ ამაზე საჯაროდ ვერც საუბრობენ, რადგან გაჭირვებულ ადამიანისთვის ის 100 და 200 ლარი, რასაც იღებს, ბევრს ნიშნავს.

    სააკაშვილის ჩამოსვლით მოსახლეობას იმედი მიეცემა, რადგან დღეს ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს ეს იმედი დაკარგული აქვს. ფიქრობენ, რომ არჩევნები მაინც გაყალბდება, მაინც ვერ მოიგებენ. მისი ჩამოსვლით კი უფრო მეტი მოტივაცია ექნებათ, მივიდნენ არჩევნებზე და საკუთარი აზრი დააფიქსირონ. მგონია, რომ ხალხი მიიღებს სწორ გადაწყვეტიულებას, მიუხედავად ამდენი ზეწოლისა, მივა არჩევნებზე და შევძლებთ, რომ მშვიდობიანი გზით გავუშვათ ეს ხელისუფლება. საქართველოს სჭირდება კოალიციური მთავრობა და იმედი მაქვს, რომ ამას მივაღწევთ“, – აცხადებს ზურაბ ოტიაშვილი.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    მთის ამბები

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]