„რუსთავი 2“–ის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დათვლილია გამოკითხულ ამომრჩეველთა 90%-ის მონაცემები.
GFK-მა ეგზიტპოლი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩაატარა, ხოლო კვლევის საველე სამუშაოები „ბისიჯიმ“ განახორციელა.
ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნა ტელეკომპანია „იმედმაც“. TNS opinion-ის ეგზიტპოლის პირველადი შედეგებით, ამომრჩეველთა 53.8% „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს, 19.5% კი „ნაციონალურ მოძრაობას“. ამავე ეგზიტპოლით, ბარიერის გადალახვას ახერხებს „პატრიოტთა ალიანსი“ 5%–ით.
სხვა პარტიებთან მიმართებაში შედეგები ასე განაწილდა: „თავისუფალი დემოკრატები“ – 4.0%, „ლეიბორისტული პარტია“ – 3,1%, „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ – 2,7%.
TNS-მა ეგზიტპოლი ტელეკომპანიების - GDS–ის, „მაესტროს“, „იმედის“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით ჩაატარა. კვლევის საველე სამუშაოები კომპანია „გორბიმ“ განახორციელა.