• weather cur horoscope

    წინასწარი მონაცემებით ახმეტაში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გელა სამხარაულმა გაიმარჯვა

    ორშაბათი, 31 ოქტომბერი 2016 11:24 view 2668
    წინასწარი მონაცემებით ახმეტაში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გელა სამხარაულმა გაიმარჯვა

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, ახმეტის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გელა სამხარაულმა ხმების 73.83% (17 089 ხმა) მიიღო.

    26.17% (6 056 ხმა) აქვს სამხარაულის კონკურენტს „ნაციონალური მოძრაობიდან“, შაქრო ტერტერაშვილს.

    ახმეტის მაჟორიტარულ ოლქში ხმები 50-ვე საარჩევნო უბანზე დათვლილია.

    საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურები 30 ოქტომბერს საქართველოს 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართა. წინასწარი მონაცემებით, 48 ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ, გამონაკლისია ხაშურის მაჟორიტარული ოლქი, სადაც „თოფაძე - მრეწველების“ კანდიდატი სიმონ ნოზაძე იმარჯვებს და თბილისში მთაწმინდის ოლქი, სადაც არჩევნებს დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იგებს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    მორის მაჩალიკაშვილი დამნაშავედ ცნეს და პატიმრობიდან გაათავისუფლეს

    თბილისის საქალაქო სასამართლომ მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი მორის მაჩალიკაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლა.…

    შსს პანკისში 200 თანამშრომელზე გათვლილ პოლიციის ახალ შენობას აშენებს

    შინაგან საქმეთა სამინისტრო ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობის სოფელ ძიბახევში, ზუსტად…

    ქარტიის საბჭოს დასკვნით, მაჩალიკაშვილებზე «იმედის» სიუჟეტი მანიპულაციურია

    საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „იმედის“ სიუჟეტი, რომელიც…
  • პოპულარული

  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]