ფრაქციის დაშლის მიზეზი მისი ერთ-ერთი წევრის - ბიძინა ჭიჭიკლიშვილის ფრაქციიდან გასვლა გახდა, - იგი საკრებულოს სხვა წევრებთან ერთად ახლადშექმნილ ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ გაერთიანდა.
ბიძინა ჭიჭიკლიშვილის გასვლის შემდეგ ფრაქციაში „ამომრჩევლის ხმა“ მხოლოდ 2 წევრი დარჩა, კანონის თანახმად კი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია სულ მცირე 3 წევრისგან უნდა იყოს დაკომპლექტებული.
ახმეტის საკრებულოში ფრაქცია „ამომრჩევლის ხმა“ 2014 წლის 3 ნოემბერს შეიქმნა. მასში გაერთიანებული იყვნენ პარტია „ქართული ოცნების“ წარდგენით არჩეული დეპუტატები: ზურაბ გარსევანიძე (ფრაქციის თავმჯდომარე), ნაზო აბალოიძე და ბიძინა ჭიჭიკლიშვილი.
კახეთის საინფორმაციო ცენტრმა 2014 წლის დეკემბერში გამოაქვეყნა ვრცელი მასალა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ახმეტის საკრებულოში ორი ფრაქცია, მათ შორის, „ამომრჩევლის ხმა“, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით იყო შექმნილი.