• „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარული არჩევნები ახმეტის სამ სოფელში წააგო

    კვირა, 22 ოქტომბერი 2017 16:32 view 7469
    „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარული არჩევნები ახმეტის სამ სოფელში წააგო

    „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარული არჩევნები ახმეტის სამ სოფელში, კასრისწყალში, ქისტაურსა და ოჟიოში წააგო.

    კასრისწყალში საკრებულოს არჩევნები საინიციატივო ჯგუფიდან წარდგენილმა ლევან გოგოთიძემ მოიგო. სოფელში 332 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ლევან გოგოთიძე ამბობს, რომ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, კასრისწყალში დაახლოებით 45 ამომრჩეველი საგარეჯოდან, თელავის სოფელ ნაფარეულიდან და ახმეტის სოფელ ალვანიდან ჩაწერეს იმ მიზნით, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები იყვნენ და ხმასაც პარტიის მიერ წარდგენილ კანდიდატს ნოდარ ხააძეს მისცემდნენ.

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, კასრისწყალში არჩევნებში მონაწილეობა 238–მა ამომრჩეველმა მიიღო და ყველაზე მეტი, 121 ხმა (52.61%) საინიციატივო ჯგუფიდან წარდგენილმა კანდიდატმა ლევან გოგოთიძემ დააგროვა. 100 ხმა (43.48%) მიიღო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ნოდარ ხააძემ, 1 ხმა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ლაშა იჭირაულმა, 8 ხმა „ბაქრაძე – უგულავა – ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა ივანე ქააძემ.

    ლევან გოგოთიძე ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის მოწვევის საკრებულოს წევრია. ის საკრებულოში ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე იყო, ფრაქციის დაშლის შემდეგ კი უფრაქციო წევრი.

    „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარული არჩევნები წააგო სოფელ ოჟიოშიც, სადაც გამარჯვება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით ახალკაციშვილმა მოიპოვა. მან ამომრჩეველთა ხმების 45.63% (282 ხმა) მიიღო. „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ამირან ნახუცრიშვილმა 41.26% (255 ხმა) მოაგროვა. 10.68% (66 ხმა) მიიღო „ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა ზაზა კუპრავიშვილმა და 2.43% (15 ხმა) პატრიოტთა ალიანსის კანდიდატმა ვაჟა შათირიშვილმა. ოჟიოს თემში შედის სოფლები ოჟიო, ალავერდი და კოღოთო. სულ 1 055 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

    საინიციატივო ჯგუფიდან წარდგენილმა კანდიდატმა დავით ავაზაშვილმა მოიგო არჩევნები სოფელ ქისტაურში, რომელიც სოფლებს არაშენდას, ახალშენს, ახშანს, ინგეთს, კოჯორს, ოსიაურსა და საჩალესაც აერთიანებს. ავაზაშვილმა 36.01%-ით (336 ხმა) გაიმარჯვა. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ალექსი მაილაშვილმა (ახმეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე) ხმების 35.58% (332 ხმა) ხმა მიიღო. ხმების 14.36% (134 ხმა) დააგროვა „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა ლევან ვაჩეიშვილმა; 10.18% (95 ხმა) „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ბეჟან ჯაბანიშვილმა. 18–18 ხმა მოაგროვეს „ევროპული საქართველოდან“ ნინო ხოხობაშვილმა და ლეიბორისტული პარტიიდან ვაჟა ავთანდილაშვილმა.

     

    სად მოიგო „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები მცირე უპირატესობით

    მცირე უპირატესობით მოიგო არჩევნები სოფელ დუისში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა რამაზ ბაღაკაშვილმა, რომელმაც 568 ხმა მიიღო (51.59 %). ამავე სოფელში საინიციატივო ჯგუფიდან წარდგენილმა მათე ქავთარაშვილმა (ახმეტის გამგებლის მოადგილე) 481 ხმა დააგროვა (43.69%).

    ხმების 37.28% (482) ხმა მიიღო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლევან ითიურიძემ სოფელ ზემო ალვანში. ამომრჩეველთა ხმების დანარჩენი რაოდენობა სხვადასხვა კანდიდატებს შორის განაწილდა: N 2 თამარი ჯამარიშვილი - 156 ხმა (12.06%); N 3 გივი ბაიხოიძე - 203 ხმა (15.7%); N 5 გელა შორთიშვილი - 231 ხმა (17.87%);  N 8 თინათინ ცისკარიშვილი - 136 ხმა (10.52%).

    სოფელ ზემო ხოდაშენში ამომრჩეველთა ხმების 40.34% (336 ხმა) მიიღო და გაიმარჯვა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა თამაზ წითელაურმა (ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე). 292 ხმა (35.05%) დააგროვა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ელენე მარკოზაშვილმა; 11.4% (95 ხმა) მიიღო „ბაქრაძე–უგულავა ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა გიორგი ებელაშვილმა; 110 ხმა (13.21%) მიიღო „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატმა ლეილა ჯავახიშვილმა.

    სოფელ მატანში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ვაჟა სუხოშვილმა 687 ხმა მიიღო (35.16%). „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ფირუზ შიომღვდლიშვილმა - 661 (33.83%); „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ლევან ვარდოშვილმა - 408 (20.88%).

    თუშეთის სოფელ ომალოს თემში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ანზორ ხიზანაიძემ - 59 ხმა მიიღო (36.2%); საინიციატივო ჯგუფიდან წარდგენილმა ვახტანგ ხვედაგურიძემ - 57 ხმა (34.97%). „ლორთქიფანიძე–კუკავა–დემოკრატიული მოძრაობის“ კანდიდატმა სოსო იჭირაულმა 30 ხმა დააგროვა (18.4%).

    სოფელ ქვემო ალვანში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა იური მრელაშვილმა 367 ხმა მიიღო (38.79%); საინიციატივო ჯგუფიდან წარდგენილმა გიორგი გოგოთიძემ - 268 ხმა (28.33%); „ევროპული საქართველოდან“ მამუკა ბაშინურიძემ - 190 ხმა (20.08%); „ნაციონალური მოძრაობიდან“ დავით ნაკუდაიძემ 96 ხმა (10.15%).

    ახმეტის მე-18 სარჩევნო ოლქში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა იოსებ ქარუმაშვილმა გაიმარჯვა, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების  59.41 % (8 523 ხმა) მიიღო. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა შაქრო ტერტერაშვილმა ხმების 18.84 % (2 703 ხმა ) დააგროვა. მესამე ადგილზეა „ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი გელა ჭვრიტიძე, რომელსაც ხმების 10.56 % (1515 ხმა) აქვს მიღებული.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]