სოფლებში დუისსა და წინუბანში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა რამაზ ბაღაკაშვილმა 568 ხმა (51.59%) მიიღო; საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ თამაზ (მათე) ქავთარაშვილს 481 ხმა (43.69%) აქვს; 42 ხმა (3.81%) მიიღო „ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა მორის მაჩალიკაშვილმა; 10 ხმა (0.91%) „პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობის“ კანდიდატმა მუხმად ქუშანაშვილმა;
ხალაწნის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში (ზემო ხალაწანი, დუმასტური, ქვემო ხალაწანი, შუა ხალაწანი, ომალო) „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა მაგდანა ალნახაშვილმა გაიმარჯვა, მან 356 ხმა (54.69%) მიიღო; ამავე თემში დამოუკიდებელ კანდიდატ ბრენდენი ალხანაშვილს 233 ხმა (35.79%) აქვს; 27 ხმა (4.15%) დააგროვა „ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა ადუ ცათიაშვილმა; 28 ხმა (4.3%) - „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატმა ბადრი წუწაშვილმა; 7 ხმა (1.08%) საარჩევნო ბლოკი „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატმა ფარნაოზ ჩიტაშვილმა.
ჯოყოლოს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში (ჯოყოლო, ბირკიანი, ძიბახევი) „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა თამაზ ბორჩაშვილმა 371 ხმა (67.45%) მიიღო. „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატს მალხაზ მუთოშვილს 100 ხმა (18.18%) აქვს; „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს დავით ცათიაშვილის - 12 ხმა (2.18%); საარჩევნო ბლოკი „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატს ნოდარ გუმაშვილს - 67 ხმა (12.18%).
პანკისის ხეობის არცერთ სოფელში, საკობიანოს გარდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ მაჟორიტარობის კანდიდატები არ ჰყოლია წარდგენილი.
საკობიანოს მაჟორიტარულ ოლქში (საკობიანო, ბაყილოვანი, დედისფერული, კუწახტა, ქორეთი, ყვარელწყალი, ხევისჭალა) „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა კანდიდატმა რევაზ გახუაშვილმა გაიმარჯვა. მან 339 ხმა (60.43%) მიიღო, ხოლო საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა სპარტაკ კოჭლაშვილმა - 154 ხმა (27.45%). 12 ხმა (2.14%) აქვს „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს ბერდია ჭინჭარაულს; 15 ხმა (2.67%) - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ემზარ ვალიშვილს, 41 ხმა (7.31%) კი „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატს ანზორ ხადილაშვილს.