• ახმეტაში „სახელმწიფო ხალხისთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ ნაცარაშვილია

    კვირა, 11 სექტემბერი 2016 10:43 view 4268
    ახმეტაში „სახელმწიფო ხალხისთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ ნაცარაშვილია

    8 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნებისთვის პაატა ბურჭულაძემ საარჩევნო ბლოკის „სახელმწიფო ხალხისთვის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ახმეტის 28-ე საარჩევნო ოლქში ზურაბ ნაცარაშვილი წარადგინა.

    ზურაბ ნაცარაშვილი 1976 წლის 7 ივნისს თელავის რაიონის სოფელ რუისპირში დაიბადა. დამთავრებული აქვს თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2004 წელს გაიარა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის კურსი. ამავე წლიდან 2015 წლის იანვრამდე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო სამმართველოში სხვადასხვა თანამდებობებზე, მათ შორის, იყო პატრული ინსპექტორი და სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის ჯგუფის ხელმძღვანელი. მას შემდეგ, რაც 2016 წლის მაისში პაატა ბურჭულაძემ „სახელმწიფო ხალხისთვის“ დააფუძნა, ამ პარტიის წევრია.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]