www.Reginfo.ge - პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით პანკისში სასწავლო ცენტრი ხუთი თვის განმავლობაში ფუნქციონირებდა.კურსები ხეობაში მცხოვრებმა 200–მდე ახალგაზრდამ გაიარა. მათ შორის იყვნენ ახალგაზრდა მცირე მეწარმეებიც. 25 წლის მარსელ ბაღაკაშვილი ერთ–ერთი მათგანია. მარსელი ბუღალტერიის შემსწავლელი კურსის მსმენელი იყო.