• weather cur horoscope
    პანკისი

    www.Reginfo.ge - პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით პანკისში სასწავლო ცენტრი ხუთი თვის განმავლობაში ფუნქციონირებდა.კურსები ხეობაში მცხოვრებმა 200–მდე ახალგაზრდამ გაიარა. მათ შორის იყვნენ ახალგაზრდა მცირე მეწარმეებიც. 25 წლის მარსელ ბაღაკაშვილი ერთ–ერთი მათგანია. მარსელი ბუღალტერიის შემსწავლელი კურსის მსმენელი იყო.

    www.Reginfo.ge - მანანა მარგოშვილი 39 წლის არის. პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში ცხოვრობს. სკოლის დამთავრების შემდეგ, 1994 წელს, პანკისიდან გროზნოში წავიდა უმაღლესი განათლების მისაღებად, მაგრამ ჩეჩნეთში ომი დაიწყო და სწავლის დასრულება ვეღარ შეძლო. პანკისში დაბრუნდა, დაოჯახდა, ახლა მას სამი შვილი და ერთი შვილიშვილი ჰყავს. არსად უმუშავია. ოთხი თვის წინ, მანანამ

    www.Reginfo.ge - პანკისის ხეობაში მცხოვრები 25 წლის ალექსი ალდამოვი და ხეედა კილაევა რამდენიმე დღის წინ დაქორწინდნენ. გოგონას ოჯახმა ქორწილი ტრადიციული წესით გადაიხადა, მამაკაცის ოჯახი ფუნდამენტური ისლამის მიმდევარია, ქორწილიც განსხვავებული ჰქონდათ. ნახეთ მირიან გავარდაშვილის და გიორგი ბეჟანიშვილის სიუჟეტი პანკისიდან.

    www.reginfo.ge - სამოქალაქო აქტივობების ცენტრის პანკისის ოფისში აღმოსავლეთმცოდნე გიორგი ლობჟანიძემ წაიკითხა ლექცია შემდეგ საკითხებზე: ისლამის ტერორიზმთან გაიგივება, მიზეზები და შედეგები; ტრადიციული და ფუნდამეტური ისლამი - პანკისის ხეობის მაგალითზე. ლექციის შემდეგ დისკუსია გაიმართა.

    www.Reginfo.ge - „პანკისში სპეციფიკური პრობლემები გვაქვს, საკმაოდ სერიოზული. ამიტომ მიიღო პრემიერ-მინისტრმა გადაწყვეტილება და ჩვენმა სამინისტრომ და პირადად მე მივიღეთ ეს დავალება, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადაში შევქმნათ პანკისის განვითარების პროგრამა და მერე ინტენსიურად განვახორციელოთ ის“, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა პანკისში ვიზიტისას.

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]