www.Reginfo.ge - „პანკისში სპეციფიკური პრობლემები გვაქვს, საკმაოდ სერიოზული. ამიტომ მიიღო პრემიერ-მინისტრმა გადაწყვეტილება და ჩვენმა სამინისტრომ და პირადად მე მივიღეთ ეს დავალება, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადაში შევქმნათ პანკისის განვითარების პროგრამა და მერე ინტენსიურად განვახორციელოთ ის“, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა პანკისში ვიზიტისას.
www.reginfo.ge - „უცბად ისეთი ხმა შემოგვესმა, რომ გარეთ გამოვცვივდით, აქეთ მეზობელიც გამოვიდა, რა ხდებაო. გვეგონა რომ რუსებმა საჰაერო სივრცე დაარღვიეს და საქართველოში შემოიჭრნენ. ერთი, ორი, სამი ვერტმფრენი... შეგვეშინდა. თურმე მინისტრები ჩამობრძანებულან“, – ასე იხსენებს სოფელ ჯოყოლოში მცხოვრები ლეილა აჭიშვილი 10 იანვარს, პანკისის ხეობაში თავდაცვის მინისტრის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების ვიზიტს.