• ვიდეო

    www.Reginfo.ge - პანკისის ხეობაში სათემო რადიომ დაიწყო მაუწყებლობა სიხშირეზე FM 101.1. რადიო WAY–ის სიგნალი პანკისის ხეობის თორმეტივე სოფელში, ბაწარას და ხადორის ხეობის ტერიტორიაზეც ვრცელდება. რადიოს მოსმენა პირველად გახდა შესაძლებელი თუშეთის სოფელ ტბათანასკენ დაბინავებული მწყემსებისთვის და ასობით ტურისტისთვის, რომელიც პანკისიდან თუშეთსა და ხევსურეთში გადადის.

    www.Reginfo.ge - პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით პანკისში სასწავლო ცენტრი ხუთი თვის განმავლობაში ფუნქციონირებდა.კურსები ხეობაში მცხოვრებმა 200–მდე ახალგაზრდამ გაიარა. მათ შორის იყვნენ ახალგაზრდა მცირე მეწარმეებიც. 25 წლის მარსელ ბაღაკაშვილი ერთ–ერთი მათგანია. მარსელი ბუღალტერიის შემსწავლელი კურსის მსმენელი იყო.

    www.Reginfo.ge - მანანა მარგოშვილი 39 წლის არის. პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში ცხოვრობს. სკოლის დამთავრების შემდეგ, 1994 წელს, პანკისიდან გროზნოში წავიდა უმაღლესი განათლების მისაღებად, მაგრამ ჩეჩნეთში ომი დაიწყო და სწავლის დასრულება ვეღარ შეძლო. პანკისში დაბრუნდა, დაოჯახდა, ახლა მას სამი შვილი და ერთი შვილიშვილი ჰყავს. არსად უმუშავია. ოთხი თვის წინ, მანანამ

    www.Reginfo.ge - პანკისის ხეობაში მცხოვრები 25 წლის ალექსი ალდამოვი და ხეედა კილაევა რამდენიმე დღის წინ დაქორწინდნენ. გოგონას ოჯახმა ქორწილი ტრადიციული წესით გადაიხადა, მამაკაცის ოჯახი ფუნდამენტური ისლამის მიმდევარია, ქორწილიც განსხვავებული ჰქონდათ. ნახეთ მირიან გავარდაშვილის და გიორგი ბეჟანიშვილის სიუჟეტი პანკისიდან.

    პრესტური პანკისის ხეობაში

    ოთხშაბათი, 16 დეკემბერი 2015 18:27

    კახეთის საინფორმაციო ცენტრი | www.ick.ge - არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ და კახეთის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პანკისის ხეობაში პრესტური მოეწყო, რომელშიც ქართული და უცხოური მედიის 11 ჟურნალისტი მონაწილეობდა.

    www.Reginfo.ge - ვინ შეატყობინა ოჯახის წევრებს ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ–ერთი ლიდერის თარხან ბათირაშვილის გარდაცვალების შესახებ? რამ შეუწყო ხელი პანკისიდან სირიაში თარხან ბათირაშვილის წასვლას და რა ინფორმაცია აქვს თემურ ბათირაშვილს მის შვილთან ერთად გარდაცვლილი სხვა პანკისელების შესახებ, – პანკისის სათემო რადიო WAY-ის რეპორტიორი შორენა ხანგოშვილი თარხან ბათირაშვილის მამას თემურ ბათირაშვილს ესაუბრა.

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]