• ფოკუსი – სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ინსტიტუტი

    კვირა, 07 თებერვალი 2021 11:14 view 1544
    ფოკუსი – სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ინსტიტუტი

    რას გულისხმობს სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის თანამდებობა? რა უჯდება ბიუჯეტს გუბერნატორის ადმინისტრაციის შენახვა და რა ფუნქციას ასრულებს/უნდა ასრულებდეს ის?

    გადაცემის სტუმრები არიან:

    არჩილ თოდუა – „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ზუგდიდის რეგიონალური ოფისის კოორდინატორი;

    კოკა კიღურაძე – „მმართველობითი სისტემის განვითარების ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი.

    გადაცემის წამყვანია რამზან გორგიშვილი.

    არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის მიხედვით, 2018-2019 წლებში სახელმწიფო რწმუნებულის ცხრა ადმინისტრაციამ ჯამურად 10 797 168 ლარი დახარჯა. აქედან, შრომის ანაზღაურების სახით 8 212 842 ლარი გაიცა, ხოლო დანამატის, ჯილდოსა და პრემიის სახით – 655 454 ლარი.

    კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია 2019 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 760 ათასი ლარით დაფინანსდა, საიდანაც ათასიდან ნახევარზე მეტი, 443 ათასამდე ამ აპარატის შენახვა დაჯდა.

    კვლევის თანახმად, 2018-2019 წლებში დანამატის, ჯილდოსა და პრემიის სახით ყველაზე დიდი ოდენობით თანხა კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში გაიცა – 122 578 ლარი.

    2018-2019 წლებში, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციებს შორის ყველაზე დიდი ოდენობით საწვავი სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციამ მოიხმარა – 87 060 ლიტრი, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 190 089 ლარი შეადგინა. მეორე ადგილზე კახეთია – 72 705 ლიტრი მოხმარებული საწვავით და ამისთვის დახარჯული 156 633 ლარით.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]