პანდემიამ გავლენა სპორტზეც იქონია. პანკისში ასებული ძიუდოს დარბაზი, რომელიც ერთადერთი ადგილია, სადაც მოზარდები პროფესიონალურად ეუფლებიან სპორტის სხეობას, შეცვლილი დღის წესრიგით აგრძელებს მუშაობას. ისევ შეზღუდულია სპორტული შეჯიბრებები და შეკრებები, რაც ახალგაზრდა ძიუდოისტებისთვის მნიშვნელოვანი მოტივატორი იყო. სპორტი სასკოლო განათლების ნაწილიც არის, თუმცა დისტანციური სწავლების პერიოდში სპორტის გაკვეთილები სრულფასოვნად არ ტარდებოდა.
გადაცემაში „ფოკუსი“ სპორტზე პანდემიის გავლენის შესახებ, ასევე, პანდემიის პერიოდში სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზე საუბრობენ:
დათო ჭიკაიძე – პანკსისი ძიუდოს კლუბის მწვრთნელი;
ეკატერინე ხუციშვილი – განათლების სამინისტროს ზოგადი განათლების სამმართველოს უფროსი.
გადაცემის წამყვანია რამზან გორგიშვილი.