„დღემდე არ გვაქვს ზუსტი რაოდენობრივი მონაცემები, რამდენი ბავშვი ვერ ერთვება დისტანციურად სწავლა-სწავლების პროცესში იმის გამო, რომ სახლში არ აქვს უწყვეტი ინტერნეტი და ციფრული ტექნოლოგიები. პანდემიის პირობებში უფრო მეტ ბავშვს არ აქვს ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა, ამას დაემატა სასწავლო პროცესში წმინდა ჩართულობის პრობლემა“, – ამბობს განათლების საკითხების მკვლევარი თამარ მოსიაშვილი.